Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანო მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა


ვანო მერაბიშვილი სასამართლო პროცესზე
ვანო მერაბიშვილი სასამართლო პროცესზე
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივან ვანო მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი კი 20 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება.

მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი 21 მაისს დააკავეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ და იმავე დღეს ოფიციალურად წარუდგინეს ბრალი.

ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალად ედებათ უფლებამოსილების გადამეტება, ამომრჩევლის მოსყიდვა და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა. ვანო მერაბიშვილს ბრალად ედება სხვისი საკუთრების უკანონოდ დაუფლებაც. არცერთი მათგანი თავს დამნაშავედ არ ცნობს.
XS
SM
MD
LG