Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონში გაიმართება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეტანიაჰუს შეხვედრა


დონალდ ტრამპი, ბენიამინ ნეტანიაჰუ
დონალდ ტრამპი, ბენიამინ ნეტანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-ში ვიზიტის დროს აპირებს „პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსის“ პოზიციიდან ისაუბროს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტსა და ირანის პრობლემაზე, რასაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაგეგმილი შეხვედრის დღის წესრიგი ითვალისწინებს.

ბენიამინ ნეტანიაჰუ 13 თებერვალს ორდღიანი ვიზიტით მიემგზავრება აშშ-ში. 15 თებერვალს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში უმასპინძლებს ისრაელის პრემიერ-მინისტრს. ნეტანიაჰუს, რომელსაც ხშირად ჰქონდა რთული ურთიერთობა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან, ახალ პრეზიდენტთან ურთიერთობის გაუმჯობესების იმედი აქვს.

საპრეზიდენტო კამპანიის დროს დონალდ ტრამპი მტკიცედ უჭერდა მხარს ისრაელს და მკაცრ შეფასებებს აკეთებდა პალესტინის მისამართით. თუმცა, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ტრამპმა უარი თქვა ნეტანიაჰუს იმ პოლიტიკის უპირობო მხარდაჭერაზე, რაც ითვალისწინებს უფრო მეტი ებრაული დასახლების შექმნას ტერიტორიაზე, რომელზედაც პალესტინას აქვს პრეტენზია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG