7 ივნისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ნიკოლოზ გოგოჭური, კომპანია "VRex Immersive"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი. კომპანია ვირტუალური რეალობის შექმნაზე მუშაობს. აპლიკაცია, რომელსაც "VRex Immersive"-ის გუნდი ქმნის, სხვადასხვა ტურისტულ ადგილებში ვირტუალური მოგზაურობის შესაძლებლობას იძლევა და 360- გრადუსიანი ვიდეოების საშუალებით სივრცის მაქსიმალურად კარგად აღქმას უზრუნველყოფს. რა სიძნელეებთან არის დაკავშირებული ვირტუალური რეალობის საშუალებით სამოგზაურო ტურების შექმნა, რამდენად იღებს ბიზნესი და მომხმარებელი ამ ტიპის სიახლეებს და როგორ უნდა იპოვო სწორი გზა პროდუქციის ფორმირებისას სფეროში, რომელიც ახალია მთელ მსოფლიოში - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.