Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის არ სურს რუსეთში „სტალინის სიკვდილის“ ჩვენება


კადრი ფილმიდან „სტალინის სიკვდილი“
კადრი ფილმიდან „სტალინის სიკვდილი“

რუსეთის კულტურის სამინისტრომ გააუქმა ბრიტანულ კომედია „სტალინის სიკვდილის“ ჩვენებაზე გაცემული ლიცენზია. როგორც ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ იუწყება, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 23 იანვარს, რუსეთის კინოებში დაგეგმილ პრემიერამდე ორი დღით ადრე. მანამდე კულტურის რამდენიმე გავლენიანმა მოღვაწემ, მათ შორის რეჟისორმა ნიკიტა მიხალკოვმა, მოითხოვა რუსეთში „სტალინის სიკვდილის“ ჩვენების აკრძალვა. ისმოდა ფილმის ჩვენების არა აკრძალვის, არამედ გადადების მოთხოვნაც.

ბრიტანული სატირული ფილმის მსოფლიო პრემიერა 2017 წლის სექტემბერში გაიმართა. სიუჟეტის მთავარი მოტივია კრემლში ძალაუფლებისათვის ბრძოლა 1953 წელს დიქტატორის გარდაცვალების შემდეგ.

რუსეთის კულტურის სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს შეფასებით, რეჟისორ არმანდო იანუჩის ნამუშევარს არ გააჩნია არც ისტორიული და არც მხატვრული ღირებულება და მასში შეურაცხყოფილია საბჭოთა სიმბოლიკა: ჰიმნი, ორდენები, მედლები. „მარშალი ჟუკოვი სულელად არის გამოყვანილი. ამას გარდა, ფილმი შეიცავს ზომაგადასული ძალადობის სცენებს“, უთხრა საზოგადოებრივი საბჭოს წევრმა პაველ პოჟიგაილომ მედიაჰოლდინგ ერბეკას (РБК). საზოგადოებრივი საბჭო მოითხოვდა პრემიერის ზაფხულამდე გადადებას, რადგან მიუღებლად მიიჩნევდა „დიდი სამამულო ომის ვეტერანთათვის შეურაცხმყოფელი“ ფილმის გამოსვლის დამთხვევას სტალინგრადის ბრძოლის დასრულების 75 წლისთავთან. და კიდევ: პოჟიგაილოს აზრით, კინოეკრანებზე „სტალინის სიკვდილის“ გამოსვლა მიზანშეწონილი არ არის რუსეთში პრეზიდენტის არჩევნების მოახლოების გამო...

რუსეთის კულტურის სამინისტრომ 17 იანვარს გასცა კინოში „სტალინის სიკვდილის“ ჩვენების ნებართვა. გეგმით, 25 იანვარს ფილმი მოსკოვის 30 კინოთეატრში უნდა გამოსულიყო.

ბრიტანული სატირული ფილმის მსოფლიო პრემიერა 2017 წლის სექტემბერში გაიმართა. სიუჟეტის მთავარი მოტივია კრემლში ძალაუფლებისათვის ბრძოლა 1953 წელს დიქტატორის გარდაცვალების შემდეგ. „ტასს“ მოჰყავს რუსეთის კულტურის სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარის, იური პოლიაკოვის, განცხადება, რომ ფილმის ჩვენება დაუშვებელია, რადგან შეიცავს რუსეთის წინააღმდეგ „იდეოლოგიური ბრძოლის“ ელემენტებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG