Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიცანი ვინმე


მართალია, ახლა ახალი წელი მოდის და მეც რამე საახალწლო ლისტს ან უბრალოდ პროგრამას უნდა გთავაზობდეთ, მაგალითად, ასეთს: „ოთხი ფილმი, რომლის ყურებაც არ მოგბეზრდებათ 31 დეკემბერს“. თუმცა მოდით, ამას შემდეგი კვირებისთვის გადავდებ, ვინაიდან თემა რომელზეც ახლა უნდა ვისაუბროთ, მგონი უფრო საინტერესო და უფრო აქტუალურია იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც ერთხელ მაინც ჩართეს კომპიუტერი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში (და ასეთი მგონი ძალიან ბევრი იქნება). რამდენიმე დღის წინ ჩვენს სოციალურ ქსელებში, ფორუმებზე და ყველგან, სადაც შეიძლება ატვირთო სკრინშოტი და დაწერო სტატუსი, გამოჩნდა ახალი საიტი vinme.ge. მარტივი საიტი, რომელსაც ხსნი, უბრალოდ კლიკავ წარწერაზე „საუბრის დაწყება“ და ჩათში სრულიად უცნობ, ანონიმურ, ადამიანთან ხვდები. ამ პროექტის შესახებ ვესაუბრე ვებსაიტის ავტორს, მიშა ყორღანაშვილს, რომელმაც საიტის ისტორიაზე, იდეაზე და ცოტაც მომავალზე ილაპარაკა.

please wait

No media source currently available

0:00 0:04:52 0:00
გადმოწერა

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG