Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ბახტაძე დავით გარეჯზე: ვაცალოთ კომისიას მუშაობა


საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადელიმიტაციო კომისია მუშაობას უახლოეს კვირებში განაახლებს, - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

"ჩვენ გვაქვს კომისიის შეხვედრის ანგარიში, შესაბამისი უწყებები ყოველდღიურ რეჟიმში ეკონტაქტებიან კოლეგებს აზერბაიჯანში. 2 დღის წინ იყო სამწუხარო ინცინდენტი, რომელიც უკვე ამოწურულია. ეს არის ფაქიზი საკითხი, ძალიან მგრძნობიარე თითოეული ჩვენგანისთვის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ 16 ივლისს.

საქართველოს მთავრობის მეთაური მოუწოდებს ყველას, კომისიას და შესაბამის უწყებებს მისცენ მუშაობის საშუალება.

14 ივლისს, დავით გარეჯის სამონასტრო კომპექსის უდაბნოს მონასტრის ფერდობზე მორიგი დაპირისპირება მოხდა. აქტივისტები ცდილობდნენ კელიებში შეეტანათ ის ხატები, რომლებიც რამდენიმე დღით ადრე აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა გამოიტანეს და ქართველ მესაზღვრეებს გადასცეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG