საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობით დაინტერესებული მკვლევარებისათვის 2012 წელი ბევრი მოვლენით იქნება საინტერესო. მარტო ის რად ღირს, რომ, პოლიტიკური პროცესების გავლენით, წელს საქართველოში სამი თავდაცვის მინისტრი და სამი გაერთიანებული შტაბის უფროსი შეიცვალა. თუმცა ყველაზე სამწუხარო იმის აღნიშვნაა, რომ 2012 წელი საქართველოს არმიისათვის ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის ამბით დაიწყო და დასრულდა კიდეც.
უთუოდ ბედისწერაა, რომ 2011 წელი ცუდი ამბით დამთავრდა საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის: მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის ქართველი ჯარისკაცი, კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი, ახალი წლის დადგომამდე ერთი დღით ადრე, 30 დეკემბერს, დაიღუპა. ჯარისკაცი 23 წლისა იყო.
ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 2012 წლის 29 დეკემბერს, ავღანეთში გარდაცვლილი იპოვეს რიგითი გიორგი კიკაძე. 24 წლის ჯარისკაცი 19 დეკემბერს გაუჩინარდა და მას შემდეგ ორი კვირის განმავლობაში საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების სპეციალური ჯგუფი დაეძებდა გაუჩინარებულ ჯარისკაცს. რიგითი კიკაძის გადასარჩენად ჰელმანდის პროვინციაში გაემგზავრა ქართველ სამხედროთა ჯგუფი, გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილის, გენერალ ვახტანგ კაპანაძის მეთაურობით, მაგრამ ყველა იმედი, რომ ჯარისკაცი შეიძლებოდა ცოცხალი ყოფილიყო, 29 დეკემბერს დაიმსხვრა.
„გიორგი კიკაძე უკვე მეორედ იყო ავღანეთში. გამბედავი ბიჭი იყო. მას 16 იანვარს შეუსრულდებოდა 25 წელი. მინდა გითხრათ, რომ დაიმედებული ვიყავით, რომ ის, დიდი ალბათობით, ცოცხალი იყო. ეს ეფუძნებოდა გარკვეულ იმედებს და ინფორმაციებს, რომელიც სამძებრო სამუშაოების განმახორციელებელი სარდლობისაგან მომდინარეობდა. სამწუხაროდ, ჩვენი მოლოდინები არ გამართლდა. დღეს, დაახლოებით 16,30 წუთზე, აღმოჩენილ იქნა გვამი, რომელიც შემდეგ ამოიცნო ერთ-ერთმა ჩვენმა სამხედრო მოსამსახურემ და იგი აღმოჩნდა გიორგი კიკაძე. ვითარებას, დეტალებს, თუ როგორ მოხდა ეს საშინელი ტრაგედია, მოკვლევა შეისწავლის და შემდეგ უკვე საზოგადოებისთვისაც გახდება ცნობილი”, - განაცხადა ოფიციალური მიმართვის შემდეგ ირაკლი ალასანიამ რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო საუბარში და „აუნაზღაურებელი ტრაგედია“ უწოდა ჯარისკაცის დაღუპვას. „ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რამხელა მობილიზება და დისციპლინა სჭირდება ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს ავღანეთში, რომ ამგვარი ტრაგედიები მაქსიმალურად თავიდან ავიცილოთ“.
„ტრაგედიის მაქსიმალურად თავიდან აცილება“ - ეს, ალბათ, მაქსიმუმია, რაც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეიძლება ისურვოს, რადგან, სამწუხაროდ, ჯარისკაცის დაღუპვას ბრძოლის ველზე ვერავინ გამორიცხავს, მით უფრო, რომ, გაზრდილი საფრთხის პირობებში, საქართველოს ხელისუფლებამ ამა წლის სექტემბერში მსოფლიოს ყველაზე „ცხელ წერტილში“ დამატებით კიდევ ერთი ბატალიონი გაგზავნა.
ავღანეთის ჰელმანდის პროვინცია, სადაც 1600-მდე ქართველი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება, სწორედაც რომ ბრძოლის ველია. რადიო თავისუფლების „ხსოვნის გვერდის“ ყურადღებით წაკითხვაც ნათელყოფს, რომ ავღანეთში ქართული ქვედანაყოფის რიცხოვნების ზრდასთან ერთად, წლიდან წლამდე იზრდება ქართული ჯარის დანაკარგი. 2010 წელს ავღანეთში 5 ჯარისკაცი დაიღუპა, 2011-ში - 6, მიმდინარე წელს კი - 8. მთლიანობაში, ქართული ჯარის დანაკარგი 19 კაცს აღწევს. მაგრამ, ამ მსხვერპლის მიუხედავად, საქართველო არ აპირებს ავღანეთში მყოფი 1600 კაციანი ქვედანაყოფის შემცირებას ანდა მისიის ვადაზე ადრე შეწყვეტას.
„ეს, ერთი მხრივ, იმის გათვალისწინებით, რომ 18 ჯარისკაცი დაგვეღუპა ავღანეთში, არის ტრაგედია არა მხოლოდ მათი ოჯახებისათვის, არამედ საერთოდ საქართველოსთვის. ამიტომ ეს, რასაკვირველია, ძალიან ცუდია, მაგრამ, მეორე მხრივ, ის, რომ საქართველოს აღებული აქვს საერთაშორისო ვალდებულება დ არა მხოლოდ მომხმარებელია სტაბილურობისა და უსაფრთხოების, არამედ ამის გამცემიც, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია ჩვენი ქვეყნის“.
ასე უყურებს ოკუპირებული და დიდი მეზობლის მიერ ტერიტორიებწართმეული პატარა ქვეყნის - საქართველოს - საგარეო საქმეთა მინისტრი, მაი ფანჯიკიძე, ავღანეთში ორი ქართული ბატალიონის ყოფნას. 1600 ჯარისკაცით კი საქართველო პირველია ISAF-ში მონაწილე ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის და მხოლოდ ნატოს 10 უდიდეს სახელმწიფოს ჩამორჩება. ეს სტატისტიკა თავისთავადაც არის საყურადღებო, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ამ სახიფათო მოვალეობისადმი ქართველი ჯარისკაცების გულწრფელი დამოკიდებულებაა.
„მოვალეობა ეს ერთია, მეორეა საქართველოს სიყვარული. ჩვენი ავღანეთში ყოფნით ჩვენი საქართველო დაცული არის და ეს თითოეულ ჩვენგანს და თითოეულ ჯარისკაცს გაცნობიერებული გვაქვს. ფორმა რომ ჩავიცვით, იმ დღიდან ვიცით, თუ ვინ რას წარმოვადგენთ და ვის რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი სამშობლოს გულისთვის“, ამბობს 33-ე ქვეითი ბატალიონის უფროსი სერჟანტი, რამაზ ნადიბაიძე, რომელიც თავის ქვედანაყოფთან ერთად სულ რამდენიმე კვირაში მეორედ გაემგზავრება ავღანეთში.
რადიო თავისუფლებას დეკემბრის დასაწყისში პირველად მიეცა უფლება აღნიშნული ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე გასცნობოდა ქართველ მშვიდობის დამცველთა ვარჯიშსა და ცხოვრებას. წინა კვირის სიუჟეტიდან გახსოვთ, ალბათ, მათი შემართება და მოტივაცია. წლის ბოლო სამხედრო რეპორტაჟს კი, რომელიც რიგი მიზეზების გამო სამწუხარო გამოვიდა, ავღანეთში მიმავალი ქართველი სერჟანტის, რამაზ ნადიბაიძის, საახალწლო მილოცვით დავასრულებ:
„მე ვისურვებდი, პირველ რიგში, მშვიდობიანად წასვლას ჩვენი საქართველოდან და მშვიდობიანად ჩასვლას იქ, სადაც მივდივართ ამ ეტაპზე. თითოეულ ჯარისკაცს ცოცხლად და ჯანმრთელად დაბრუნებას ვუსურვებ და მთლიანად საქართველოს ვულოცავ ჩემი პირადი შემადგენლობის სახელით“.