2013 წელს ეგვიპტეში უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მეორე რევოლუცია მოხდა, სამოქალაქო დაპირისპირებებმა შეარყია თურქეთი და უკრაინა. მაგრამ გასულმა წელმა ხალხს მთელ მსოფლიოში მოუტანა ასევე დღესასწაულები, სპორტული გამარჯვებები და დაუვიწყარი მომენტები ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს ფოტოები გასული წლის ზოგიერთ ამბავს შეგახსენებთ.
2013 წელი ფოტოებში
31
მინსკში, გამარჯვების მოედანზე, ბელორუსი გოგონები ესწრებიან საპატიო ყარაულის ცერემონიას, რაც ნაწილია სახელმწიფო პატრიოტული აღზრდის პროგრამისა და გამარჯვების დღის დღესასწაულისთვის მზადებისა. 11 აპრილი.
33
მუსლიმი ქალები ჯგუფური დაკრძალვის წინ ბოსნია-ჰერცეგოვინის ქალაქ ვლასენიცაში. 1992-1995 წლებში ქვეყანაში მიმდინარე ომის დროს სერბული შენაერთების მიერ მოკლული 11 ბოსნიელი მუსლიმის ნეშტები მასობრივი საფლავიდან ვლასენიცის სასაფლაოზე გადაასვენეს. 20 აპრილი.
34
ნადეჟდა ტოლოკონნიკოვა, აქტივისტთა ჯგუფ „პუსი რაიოტის“ წევრი, სასამართლო სხდომის დროს ქალაქ ზუბოვა პოლიანაში 26 აპრილს. ტოლოკონნიკოვას ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს რელგიური სიძულვილით მოტივირებული ხულიგნობის ბრალდებით.
35
უკრაინის ქალაქ სლავუტიჩში ხალხს სანთლები უჭირავს მემორიალურ ცერემონიაზე, რომელიც 1986 წელს ჩერნობილის ბირთვული კატასტროფის დროს დაღუპული მეხანძრეებისა და მუშების საპატივცემულოდ გაიმართა. 26 აპრილი.
36
აჰმად კადიროვის სახელობის მეჩეთი და გროზნოს განახლებული ცენტრი.
37
ბრბო თავს ესხმის მიკროავტობუსს, რომელშიც სხედან ლგბტ უფლებების დამცველები. ეს უკანასკნელნი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საერთაშორისო დღეს აქციის გამართვას ცდილობდნენ თბილისის ცენტრში. 17 მაისი.
38
ქაბულში ბავშვები აფეთქების ადგილიდან გარბიან. 24 მაისი.
39
ყაზახეთში, ბაიკონურის კოსმოდრომზე მართლმადიდებელი მღვდელი კურთხევის რიტუალს ასრულებს კოსმოსურ ხომალდ „სოიუზის“ გაფრენის წინ. 27 მაისი.
40
შეტაკება ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმებს შორის სტამბოლში, პრემიერ-მინისტრის ოფისის მახლობლად. სტამბოლის ტაქსიმის მოედანზე დაწყებული დემონსტრაციები, რომლებიც ადგილობრივი პარკის რეკონსტრუქციის წინააღმდეგ იყო მიმართული, მალე გაფართოვდა პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების შემდეგ. 2 ივნისი.
41
საპატიო ყარაული ავღანეთში დაღუპული საქართველოს სამხედრო მოსამსახურეთა კუბოებით თბილისის აეროპორტში. 9 ივნისი.