2013 წელს ეგვიპტეში უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მეორე რევოლუცია მოხდა, სამოქალაქო დაპირისპირებებმა შეარყია თურქეთი და უკრაინა. მაგრამ გასულმა წელმა ხალხს მთელ მსოფლიოში მოუტანა ასევე დღესასწაულები, სპორტული გამარჯვებები და დაუვიწყარი მომენტები ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს ფოტოები გასული წლის ზოგიერთ ამბავს შეგახსენებთ.
2013 წელი ფოტოებში
62
ჩეხი ხელოვანის, დავიდ ჩერნის ქანდაკება პრაღაში, მდინარე ვლტავაზე 21 ოქტომბერს, ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე. გიგანტური თითი მიმართულია პრაღის ციხე-სიმაგრისკენ, სადაც არის პრეზიდენტ მილოშ ზემანის რეზიდენცია.
64
ყირგიზი ბაზიერი თავის ოქროსფერ არწივს აფრენს სანადირო დღესასწაულის დროს სოფელ ბოკონბაიევოში. 9 ნოემბერი.
65
ფილიპინელები საკვებისა და წყლის რიგში დგანან ქალაქ ტაკლობანში დამანგრეველი ტაიფუნის შემდეგ. ტაიფუნმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ათიათასობით ადამიანი დატოვა უსახლკაროდ. 14 ნოემბერი.
66
საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ინაუგურაციის ცერემონიაზე თბილისში. 17 ნოემბერი.
67
ხალხი სანთლებს ანთებს კიევში 23 ნოემბერს გამართულ მემორიალურ ცერემონიაზე, უკრაინაში მასობრივი შიმშილობის, ჰოლოდომორის 80 წლისთავის აღსანიშნავად. ჰოლოდომორმა რამდენიმე მილიონი ადამიანი იმსხვერპლა.
68
ცურვის ადგილობრივი კლუბის წევრებს სოჭის 2014 წლის ოლიმპიური თამაშების ჩირაღდანი გადააქვთ მდინარე ენისეიზე, ციმბირის ქალაქ კრასნოიარსკში. 26 ნოემბერი.
69
შიიტი ქალები დასტირიან ბაღდადში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულს. 26 ნოემბერი.
70
ინდონეზიაში, ჩრდილოეთ სუმატრაზე მდებარე სინაბუნგის მთა ვულკანურ ფერფლს აფრთქვევს. 28 ნოემბერი.
71
ავღანელი ბავშვები ღია ცის ქვეშ გაკვეთილებს ესწრებიან ლტოლვილთა ბანაკში, ქალაქ ჯალალაბადის გარეუბანში. 1 დეკემბერი.
72
ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა შეტაკება პოლიციასთან კიევში, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წინ. მასობრივმა საპროტესტო აქციებმა მას მერე იფეთქა, რაც პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უარი თქვა, ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე.1 დეკემბერი.