Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა ფაჩულია: ბოლო ორი თამაშის მოგების დიდი იმედი მაქვს


ზაზა ფაჩულია და კობა ლიკლიკაძე
ზაზა ფაჩულია და კობა ლიკლიკაძე

20 აგვისტოს ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებთან გასვლით თამაშში განცდილი მარცხის შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ორივე დარჩენილი შეხვედრა დამაჯერებლად უნდა მოიგოს, რომ შეძლოს ევრობასკეტ 2015-ის ძირითად ასპარეზობაში მონაწილეობა. 24 აგვისტოს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები უნგრეთის გუნდს, 27 აგვისტოს კი პორტუგალიის ნაკრებს უმასპინძლებს. ჩეხეთის ქალაქ ნიმბურკში 19-ქულიანი სხვაობით განცდილი მარცხის შემდეგ ქართველმა კალათბურთელებმა რაც შეიძლება მეტი ქულით უნდა აჯობონ მეტოქეებს. ეს არ იქნება იოლი საქმე, თუმცა, როგორც საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი, ზაზა ფაჩულია აცხადებს, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა გამოიყენონ ბოლო შანსები. ნიმბურკში ჩეხეთის ნაკრებთან გამართული მატჩის შემდეგ ზაზა ფაჩულიას ჩვენი კოლეგა კობა ლიკლიკაძე ესაუბრა და თავდაპირველად ეროვნული ნაკრების შანსებით დაინტერესდა.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG