Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვირუსი „ზიკა“ შესაძლოა შავი ზღვის სანაპიროზეც გავრცელდეს


კოღო Aedes Aegypti, რომელსაც გადააქვს ვირუსი "ზიკა"
კოღო Aedes Aegypti, რომელსაც გადააქვს ვირუსი "ზიკა"

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვარაუდით, მომავალ თვეებში შესაძლოა, ევროპაშიც გავრცელდეს „ზიკა“ - აქამდე ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში გავრცელებული ვირუსი, რომელიც ახალშობილებში ტვინის თანდაყოლილ დეფექტებსა და ნევროლოგიურ პრობლემებს იწვევს. განცხადებაში, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 18 მაისს გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ ევროპაში ვირუსის გავრცელების ყველაზე მწვავე საფრთხე ემუქრებათ საქართველოსა და რუსეთის შავი ზღვისპირა რეგიონებსა, აგრეთვე პორტუგალიის კუნძულ მადეირას, რომელიც ატლანტის ოკეანეში მდებარეობს. მიზეზად მიჩნეულია ის გარემოება, რომ კოღოს სახეობა, რომელსაც ვირუსი „ზიკა“ გადააქვს, ზემოხსენებულ რეგიონებში, მათ შორის საქართველოს შავიზღვისპირეთშიც ბინადრობს. კოღო სახელწოდებით Aedes aegypti 50-ზე მეტ ქვეყანაში აღმოაჩინეს მას შემდეგ, რაც პირველად 2015 წელს ბრაზილიაში დაფიქსირდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG