Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზვიად დევდარიანი სამართლებრივ ბრძოლას იწყებს


სიდას ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად დევდარიანი მისი და მისი ოჯახის პატივისა და რეპუტაციის შელახვის საკითხზე სამართლებრივ ბრძოლას იწყებს. დღეს ამის შესახებ პრესკონფერენციაზე დევდარიანმა და მისმა ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ განაცხადეს. ქალთა მოძრაობის წევრები ფიქრობენ რომ შესაძლოა დევდარიანის დაცვის მხარე უფლებადამცველებს გულისხმობდეს. ამ პროცესში ქალების უფლებებს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იცავს. საქმეს, დისკრიმინაციის მიმართულებით, ამ ეტაპზე სახალხო დამცველი სწავლობს. ზვიად დევდარიანის დაცვის მხარე ხვალ პროკურატურასა და ექსპერტიზას მიმართავს, მათ წარუდგენს მტკიცებულებებს, მათ შორის არის დევდარიანის კუთვნილი ორი ტელეფონი. საქალაქო სასამართლოში კი საქმე მომავალ კვირაში შევა.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG