3 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი ონიანი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე. მან ილაპარაკა ნატოს სამიტის წინ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების: "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს", "საქართველოს ატლანტიკური საბჭოსა" და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" წარმომადგენელთა აშშ-ში ვიზიტის შესახებ. გიორგი ონიანი მოგვითხრობს ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე, რომლებზეც უმთავრესი თემა საქართველოს ნატოში ინტეგრაცია იყო.
-
ნინო გელაშვილი
უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.