გრიგორი კარასინი: "ჩვენ მოკლედ შევეხეთ რეგიონულ პრობლემებს"
27 თებერვალს პრაღაში, სასტუმრო “ავგუსტინერში” გაიმართა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა. „ჩვენ მოკლედ შევეხეთ რეგიონულ პრობლემებს. და ამასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან გამოითქვა შეშფოთება რეგიონში ჩრდილოატლანტიკური ბლოკისა და აშშ-ის მზარდი აქტიურობის, არაერთი სწავლების ჩატარების გამო საქართველოს ტერიტორიაზე, სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოების მონაწილეობით. ცხადია, ჩვენ ეს გარკვეული ამოცანების წინაშე გვაყენებს. ვინაიდან იგი არღვევს სახელმწიფოთაშორის კონტაქტების განვითარების ხელსაყრელ ატმოსფეროს, გვაიძულებს ვიფიქროთ შედეგებზე“, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა.
ეპიზოდები
-
მაისი 09, 2024
"პოლიციელები მეკითხებოდნენ, კიდევ გახვალ აქციაზე?"
-
მაისი 04, 2024
კაცები შავებში - ვინ დაესხა თავს აქციის მონაწილეებს
-
მაისი 02, 2024
სამი ჭრილობა აქციიდან - დავით თამაზაშვილის ამბავი
-
მაისი 02, 2024
როგორ დაარბიეს აქცია 30 აპრილის ღამით