წერილი ქართველებს
პარიზი, 2020 წლის 26 მაისი
ოთარ ზურაბიშვილი
საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომოს თავმჯდომარე
99 წლის წინ, 26 მაისს, საქართველომ პირველად აღნიშნა აღდგენილი დამოუკიდებლობა. 99 წელია, რაც 1918 წლის 26 მაისს გაჩენილი იმედი, ყოველწლიურად აღინიშნება ისტორიულ ემიგრაციაში. რუსულ-საბჭოური ოკუპაციის დროს სწორედ ამ დღის აღნიშვნა აძლევდა ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციას მომავლის იმედს და რწმენას.
წელს პირველად, მსოფლიო პანდემიის გამო, ამ თარიღს პომპეზურად ვეღარ ავღნიშნავთ ვერც საქართველოში და ვერც მის საზღვრებს გარეთ. თუმცა ქართველებმა დღეს სრულიად განსხვავებულ კონტექსტში მსოფლიოს დაანახეს თავიანთი არაჩვეულებრივი უნარი გაუძლონ ყველანაირ გამოწვევას. სწორედ ეს ენერგია და გონიერება უნდა გახდეს სხვა სირთულეების გამკლავების და სხვა მტრის დამარცხების საწინდარი.
ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ ეს მსოფლიო პანდემია არ არის რიგითი შემთხვევა და უკვალოდ ვერ ჩაივლის ვერც მსოფლიოსთვის და ვერც ჩვენი ქვეყნისთვის. კვალი ღრმა იქნება... სირთულეები კი გარდაუვალი. თუმცა მიგვაჩნია, რომ საქართველოსთვის ეს გამოწვევა გარდაქმნის შესაძლებლობად შეიძლება იქცეს: მეტი თანხვედრა შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მეტი ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართულ სათვისტომოებში. დღესვე ვიფიქროთ ხვალინდელისთვის ….. საქართველოს აყვავებისთვის. გაუმარჯოს საქართველოს!
დაწერეთ კომენტარი