17 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ეკატერინე აღდგომელაშვილი, "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" წარმომადგენელი. მან ილაპარაკა "თანასწორობის მოძრაობის" 16 მაისის გადაწყვეტილების მიზეზებზე - გაეუქმებინათ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი აქცია. ეკატერინე აღდგომელაშვილი განმარტავს, რომ საქმე არ ეხება მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებისთვის ბრძოლას, არამედ იმას, რომ საჯარო სივრცეში ადგილი ყველა მოქალაქეს თანასწორად ეკუთვნის.
-
ნინო გელაშვილი
უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.