Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიიიდან საქართველოს მოქალაქეებს 2 თვითმფრინავით ჩამოიყვანენ


“ჯორჯიან ეარვეის”-ის 2 თვითმფინავი იტალიაში გასაფრენად ემზადება. თვითმფრინავები რამდენიმე წუთის წინ უნდა გაფრენილიყო, - ამის შესახებ ავიაკომპანიის დირექტორმა, რომან ბოკერიამ რადიო თავისუფლებას განუცხადა.

რომან ბოკერიას თქმით, საქართველოს საელჩომ რომის აეროპორტში საქართველოს 200 მოქალაქის მობილიზება შეძლო. იტალიურმა მხარემ საქართველოს ორი სლოტის უფლება მისცა. ვინაიდან რომის აეროპორტი დაკეტილია და რეისის შესასრულებლად სპეციალური ნებართვა გაიცა. მგზავრებს უსაფრთხოების წესების დაცვით გადაანაწილებენ ორ თვითმფრინავში. რომან ბოკერიას ინფორმაციით, ავიაკომპანიის თანამშრომლებიც აღჭურვილი იქნებიან სპეციალური ეკოპირებით.

"როცა სპეცრეისის შესრულებაზე დავიწყეთ საუბარი, არცერთ ჩვენს თანამშრომელს უარი არ უთქვამს. იტალიაში გასაფრენათ შევარჩიეთ ჩვენი საუკეთესო პილოტები", - უთხრა რომან ბოკერიამ რადიო თავისუფლებას.

XS
SM
MD
LG