„ჩვენ ვხედავთ, რომ ახალი მთავრობა რეალურ ცვლილებებს ატარებს“, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში 2 თებერვალს ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში. „ჩვენ გვინდა, რომ ცენტრალური აზია ყვაოდეს. ჩვენ გვინდა, რომ ცენტრალური აზიის ცალკეული ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი და სუვერენული და არა რეგიონის რომელიმე სხვა ქვეყნის ხელებში შემყურე ან ვასალი სახელმწიფო“, თქვა მაიკ პომპეომ. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი მას ასევე ესაუბრა პრესის თავისუფლებაზე და ამასთან დაკავშირებით შეეკითხა ახლახან მასა და NPR-ის ჟურნალისტს შორის მომხდარ ინციდენტზე და მის შედეგებზე.
ეპიზოდები
-
მაისი 09, 2024
"პოლიციელები მეკითხებოდნენ, კიდევ გახვალ აქციაზე?"
-
მაისი 04, 2024
კაცები შავებში - ვინ დაესხა თავს აქციის მონაწილეებს
-
მაისი 02, 2024
სამი ჭრილობა აქციიდან - დავით თამაზაშვილის ამბავი
-
მაისი 02, 2024
როგორ დაარბიეს აქცია 30 აპრილის ღამით