რობოტები დეზინფექციას ატარებენ ქუჩებში. ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას და კორონავირუსის პანდემიის დროს, ადამიანების საქმეს აკეთებენ.
ფოტო: რობოტები და დრონები კორონავირუსთან ბრძოლაში
1
ოთხფეხა რობოტი პარკში პატრულირებს. სინგაპურში ამ რობოტს ცდიდდნენ, კორონავირუსის აფეთქების შემდეგ, უსაფრთხო დისტანციის ელჩობისთვის, 8 მაისი, 2020 წელი.
2
მედიცინის მუშაკები პოლიციელ რობოტთან ერთად უჰანის საერთაშორისო აეროპორტში. 2020 წლის 8 აპრილიდან გაუქმდა სამოგზაურო შეზღუდვა და შესაძლებელი გახდა ქალაქ უჰანის დატოვება, რომელიც ახალი კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრი იყო ჩინეთში.
3
ახალი კორონავირუსის შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის შემქნილი ორი რობოტის შემდეგ, სტარტაპ კომპანია Asimov Robotics შექმნეს რობოტი, რომელსაც ხელში ლანგარი უჭირავს, პიდბადეებითა და სადეზინფექციო სითხით. კოჩი, ინდოეთი, 2020 წლის 17 მარტი.
4
ქუჩების დეზინფექციისთვის დრონს იყენებენ ჩილეს ქალაქ ტალკაჰუანოში, კორონავირუსის დაავადების აფეთქების დროს. 21 მარტი, 2020 წელი.
5
რობოტი ეხმარება კოვიდ-19-ით დაავადებულ პაციენტებს იტალიის ქალაქ ვარეზეში. 1 აპრილი, 2020 წელი.
6
არგენტინული კომპანია UV-Robotics-ის მიერ შექმნილი რობოტი იყენებს ულტრაიისფერ გამოსხივებას ბაქტერიების აღმოსაჩენად და დეზინფექციას ატარებს ავტობუსში. ბუენოს აირესი, არგენტინა, 30 აპრილი, 2020 წელი.
7
სოციალური დისტანციის ელჩი რობოტი O-R3 ადამიანებს შეახსენებს, დაიცვან უსაფრთხო დისტანცია კორონავირუსის აფეთქების დროს. სინგაპური, 27 აპრილი, 2020 წელი.
8
მუშაკები დამცავი ნიღბებითა და სმარტ სკუტერებით აკონტროლებენ რობოტს, რომელიც სადენზიფექციო ხსნარით ამუშავებს საცხოვრებელ არეალს უჰანში, ახალი კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრში. ჩინეთი, 3 მარტი, 2020 წელი.
9
ეს რობოტი შეიქმნა იმისთვის, რომ დაეხმაროს მედიცინის მუშაკებს კორონავირუსის პაციენტების დისტანციურ მკურნალობაში. პეკინი, ჩინეთი, 4 მარტი, 2020 წელი.
10
ქალი უყურებს დრონს, რომლის საშუალებითაც მალაიზიის პოლიცია მოქალაქეებს შეახსენებს, დარჩნენ სახლში. კუალა ლუმპური, მალაიზია, 24 მარტი, 2020 წელი.