რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ გამოიწვია ევროპის უდიდესი სამხედრო კონფლიქტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ომმა მთელს ქვეყანაში გაანადგურა სოფლები და ქალაქები. ეს ფოტოები რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის პროექტმა „სქემებმა“ შეაგროვა.
როგორი იყო და როგორად აქციეს - სატელიტით გადაღებული ფოტოები რუსეთის მიერ უკრაინის განადგურებას ასახავს
Before
After
1
იაკოვლივკა დონეცკის რეგიონში, სოლედარის მახლობლად მდებარე სოფელია. რუსეთმა ის 2022 წლის დეკემბერში დაიკავა. სატელიტით გადაღებულ ფოტოზე ჩანს, თუ როგორ განადგურდა საცხოვრებელი სახლები და სასოფლო-სამეურნეო შენობა.
Before
After
2
რუბიჟნე ლუგანსკის რეგიონში მდებარე პატარა ქალაქია. რუსეთმა ის 2022 წლის მაისში დაიკავა და დღემდე აკონტროლებს. ეს ფოტოები სატელიტით 2020 წლის ოქტომბერში და 2022 წლის სექტემბერშია გადაღებული.
Before
After
3
სოლედარი დონეცკის რეგიონში მდებარე ქალაქია, რომელიც ბახმუტიდან 20 კილომეტრითაა დაშორებული. რუსეთმა ის 2023 წლის იანვარში დაიკავა. სატელიტის ფოტოები 2021 წლის ზაფხულში და 2023 წლის იანვარშია გადაღებული.
Before
After
4
მოშჩუნი კიევის ჩრდილოეთით მდებარე სოფელია. ომის დაწყებიდან პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში აქ მნიშვნელოვანი ბრძოლები ჩატარდა. 2800 სახლიდან 2000 განადგურდა ან სერიოზულად დაზიანდა. სატელიტის ფოტოები გადაღებულია 2019 წელს და 2022 წლის მარტში, როდესაც სოფელი რუსეთის ჯარებისგან გაათავისუფლეს.
Before
After
5
მარიუპოლი 2022 წელს რუსეთის ავიადარტყმებმა და ბომბებმა გაანადგურა. უკრაინის ხელისუფლების ცნობით ქალაქში მდებარე შენობების 90 პროცენტი დაზიანდა ან მთლიანად განადგურდა.
Before
After
6
ხარკოვის რეგიონში მდებარე იზიუმი უკრაინის არმიამ 2022 წლის სექტემბერში გაათავისუფლა. იზიუმში მდებარე შენობების 80 პროცენტია დაზიანებული ან განადგურებული.
Before
After
7
პოკროვსკე, დონეცკის რეგიონში მდებარე სოფელი, რუსეთმა 2022 წლის ზაფხულში დაიკავა. სატელიტით გადაღებულ ფოტოზე კარგად ჩანს განადგურებული საცხოვრებელი სახლები და სოფლის ერთადერთი სკოლა.
Before
After
8
პოპასნა, რომელიც ლუგანსკის რეგიონში მდებარეობს, ახლაც რუსეთის მიერაა ოკუპირებული. პირველი ფოტო 2021 წლის 16 ოქტომბერსაა გადაღებული, მეორე კი - 2022 წლის 10 ოქტომბერს. ფოტოებზე კარგად ჩანს განადგურებული საცხოვრებელი სახლები და წმინდა ნიკოლოზის ეკლესია.
Before
After
9
კუპიანსკი ხარკოვის რეგიონში მდებარეობს. რუსეთის ჯარებმა ის ომის დაწყების პირველივე დღეებში დაიკავეს. უკრაინამ ის სექტემბერში გაათავისუფლა. კუპიანსკს რუსეთი დღესაც ბომბავს.
Before
After
10
ბახმუტში მძიმე ბრძოლები 2022 წლის ივლისიდან მიმდინარეობს. სატელიტურ ფოტოზე ჩანს საცხოვრებელი კვარტალი, რომელიც რუსეთმა 2022 წლის დეკემბერში დაიკავა.