Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიკეთე, სილამაზე, "შევარდენი"


„ძალა ლომისა, აღმაფრენა შევარდნისა“ - ასეთი დევიზი შეირჩა საქართველოში 100 წლის წინ შექმნილი სპორტსაზოგადოებისათვის, რომელსაც ორ წელიწადში უკვე 10 ათასამდე წევრი ჰყავდა. ეს იყო „შევარდენი“, რომლის დამფუძნებლებმაც - მათ შორის გიორგი ნიკოლაძემ და გიორგი ეგნატაშვილმა - აიტაცეს 1862 წელს პრაღაში შექმნილი ორგანიზაციის, „სოკოლის“, იდეა: სპორტის, გამოსვლა-შეჯიბრებების, დისკუსიების მეშვეობით ადამიანების ფიზიკურად, მორალურად და გონებრივად განვითარება. რას მიაღწიეს „სოკოლმა“ და „შევარდენმა“? რა ბედი ეწიათ მათ?

რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა "პერსპექტივაში" გესაუბრებით საქართველოს დასავლურ პერსპექტივაზე - იმაზე, თუ რა გვიშლის და რა გვიწყობს ხელს დემოკრატიის გზაზე. გადაცემაში წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც სამშობლოთი ცხოვრობენ. „პერსპექტივა“ კვირაობით 22:30 საათზე გადის ტელეკომპანია "პირველის" ეთერით და ჩვენს YouTube-ის არხზე.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG