Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყურადღების ცენტრშია „ტომაჰავკები“ და საუბრის ტონი - დღეს ტრამპი ვაშინგტონში ზელენსკის ხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი (მარჯვნივ) და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში, ვაშინგტონში. 2025 წლის 18 აგვისტო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი (მარჯვნივ) და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში, ვაშინგტონში. 2025 წლის 18 აგვისტო

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „ტომაჰავკის“ რაკეტები უნდა უკრაინაში შეჭრილ რუსის ჯართან საბრძოლველად.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც ახლო აღმოსავლეთში წარმატებული დიპლომატიური ძალისხმევის შემდეგ ყურადღება მოსკოვისაკენ გადაიტანა, ამბობს, რომ ამერიკამ შეიძლება კიევს მართლაც მიაწოდოს ისინი.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელიც 2022 წელს დაწყებული სრულმასშტაბიანი კონფლიქტის დასრულების მცდელობებს ბლოკავს, რაკეტების მიწოდების შემთხვევაში კონფლიქტის შესაძლო ესკალაციაზე ლაპარაკობს.

ტრამპი ზელენსკის ვაშინგტონში დღეს, 17 ოქტომბერს მასპინძლობს. აი, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ამ შეხვედრისას:

„ტომაჰავკები“...

კრემლის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში ოთხწლიან ზღვარს უახლოვდება. უკრაინა აშშ-ის წარმოების „ტომაჰავკის“ რაკეტებს ითხოვს, რათა რუსეთს ტერიტორიაზე ღრმად განლაგებულ ნავთობისა და ენერგეტიკულ ობიექტებს დაარტყას და მისი სამხედრო ძალისხმევა დაასუსტოს.

აი, რისი გაკეთება შეუძლია „ტომაჰავკის“ რაკეტებს უკრაინისთვის

„ტომაჰავკის“ რაკეტის ადრეული გამოსაცდელი ვერსია ნიუ-მექსიკოს თავზე, 1976 წელი.

„ტომაჰავკი“ 1970-იან წლებში შეიქმნა საბჭოთა კავშირთან ცივი ომის დაძაბულობის ფონზე. ფრთოსანი რაკეტა შექმნილია ისე, რომ საკმარისად დაბლა იფრინოს დიდ მანძილზე, რათა თავიდან აიცილოს რადარების უმეტესობა და ამავდროულად შეინარჩუნოს სამგზავრო თვითმფრინავის სიჩქარე.
1/9 „ტომაჰავკის“ რაკეტის ადრეული გამოსაცდელი ვერსია ნიუ-მექსიკოს თავზე, 1976 წელი.

„ტომაჰავკი“ 1970-იან წლებში შეიქმნა საბჭოთა კავშირთან ცივი ომის დაძაბულობის ფონზე. ფრთოსანი რაკეტა შექმნილია ისე, რომ საკმარისად დაბლა იფრინოს დიდ მანძილზე, რათა თავიდან აიცილოს რადარების უმეტესობა და ამავდროულად შეინარჩუნოს სამგზავრო თვითმფრინავის სიჩქარე.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, როგორც ამბობენ, უკრაინაში „ტომაჰავკის“ რაკეტების გაგზავნას განიხილავს. ამ ეტაპზე მათი მიწოდება ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ თუ ვაშინგტონი ამ რაკეტებს მაინც მიაწვდის, ამან შეიძლება ფუნდამენტურად შეცვალოს მოსკოვსა და კიევს შორის ბრძოლის ველის დინამიკა.
ფოტოკოლაჟში ჩანს ტომაჰავკის აფეთქება რეაქტიული თვითმფრინავის თავზე 1986 წელს ტესტირების დროს. 5.5 მეტრის სიგრძის რაკეტა აღჭურვილია თითქმის ნახევარი ტონა წონის ქობინით და დაახლოებით 1 600 კილომეტრზე დაფრინავს.
2/9 ფოტოკოლაჟში ჩანს ტომაჰავკის აფეთქება რეაქტიული თვითმფრინავის თავზე 1986 წელს ტესტირების დროს. 5.5 მეტრის სიგრძის რაკეტა აღჭურვილია თითქმის ნახევარი ტონა წონის ქობინით და დაახლოებით 1 600 კილომეტრზე დაფრინავს.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, როგორც ამბობენ, უკრაინაში „ტომაჰავკის“ რაკეტების გაგზავნას განიხილავს. ამ ეტაპზე მათი მიწოდება ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ თუ ვაშინგტონი ამ რაკეტებს მაინც მიაწვდის, ამან შეიძლება ფუნდამენტურად შეცვალოს მოსკოვსა და კიევს შორის ბრძოლის ველის დინამიკა.
„ტომაჰავკი“ მოქმედების რადიუსის, სიჩქარისა და დამანგრეველი ძალის გამო უკრაინის ამჟამინდელი შეიარაღებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
3/9 „ტომაჰავკი“ მოქმედების რადიუსის, სიჩქარისა და დამანგრეველი ძალის გამო უკრაინის ამჟამინდელი შეიარაღებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, როგორც ამბობენ, უკრაინაში „ტომაჰავკის“ რაკეტების გაგზავნას განიხილავს. ამ ეტაპზე მათი მიწოდება ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ თუ ვაშინგტონი ამ რაკეტებს მაინც მიაწვდის, ამან შეიძლება ფუნდამენტურად შეცვალოს მოსკოვსა და კიევს შორის ბრძოლის ველის დინამიკა.
თითოეული რაკეტა აღჭურვილია რთული შიდა ნავიგაციის სისტემებით და მისი ღირებულება დაახლოებით 2 მილიონი დოლარია.
4/9 თითოეული რაკეტა აღჭურვილია რთული შიდა ნავიგაციის სისტემებით და მისი ღირებულება დაახლოებით 2 მილიონი დოლარია.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, როგორც ამბობენ, უკრაინაში „ტომაჰავკის“ რაკეტების გაგზავნას განიხილავს. ამ ეტაპზე მათი მიწოდება ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ თუ ვაშინგტონი ამ რაკეტებს მაინც მიაწვდის, ამან შეიძლება ფუნდამენტურად შეცვალოს მოსკოვსა და კიევს შორის ბრძოლის ველის დინამიკა.
„ტომაჰავკი“ აშშ-ის საზღვაო ძალების F-14-თან ერთად დაფრინავს სამხრეთ კალიფორნიის თავზე, 2002 წელი. კიევმა არაერთხელ მოითხოვა აშშ-ის შორი მოქმედების რაკეტებზე წვდომა. 2024 წელს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიანიშნა, რომ კიევმა „ტომაჰავკები“ მოითხოვა. როგორც ამბობენ, თეთრი სახლის წარმომადგენელმა იმ დროს მოთხოვნას „აბსოლუტურად შეუძლებელი“ უწოდა.
5/9 „ტომაჰავკი“ აშშ-ის საზღვაო ძალების F-14-თან ერთად დაფრინავს სამხრეთ კალიფორნიის თავზე, 2002 წელი. კიევმა არაერთხელ მოითხოვა აშშ-ის შორი მოქმედების რაკეტებზე წვდომა. 2024 წელს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიანიშნა, რომ კიევმა „ტომაჰავკები“ მოითხოვა. როგორც ამბობენ, თეთრი სახლის წარმომადგენელმა იმ დროს მოთხოვნას „აბსოლუტურად შეუძლებელი“ უწოდა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, როგორც ამბობენ, უკრაინაში „ტომაჰავკის“ რაკეტების გაგზავნას განიხილავს. ამ ეტაპზე მათი მიწოდება ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ თუ ვაშინგტონი ამ რაკეტებს მაინც მიაწვდის, ამან შეიძლება ფუნდამენტურად შეცვალოს მოსკოვსა და კიევს შორის ბრძოლის ველის დინამიკა.
ბრიტანეთის საზღვაო ძალების პერსონალი „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტას ამონტაჟებს ინდოეთის ოკეანეში მდებარე საზღვაო ბაზაზე, 2001 წლის ნოემბერი.აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოსკოვის მიმართ მზარდი იმედგაცრუება გამოთქვა სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩავარდნის გამო. ამბობენ, რომ „ტომაჰავკის“ პოტენციური მიწოდება კვლავ ახსენეს ცოტა ხნის წინ, მას შემდეგ, რაც თეთრი სახლი ეძებდა გზას, რომ კრემლს „ეგრძნო ტკივილი“ მის მიერ დაწყებული ომის გამო.
6/9 ბრიტანეთის საზღვაო ძალების პერსონალი „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტას ამონტაჟებს ინდოეთის ოკეანეში მდებარე საზღვაო ბაზაზე, 2001 წლის ნოემბერი.აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოსკოვის მიმართ მზარდი იმედგაცრუება გამოთქვა სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩავარდნის გამო. ამბობენ, რომ „ტომაჰავკის“ პოტენციური მიწოდება კვლავ ახსენეს ცოტა ხნის წინ, მას შემდეგ, რაც თეთრი სახლი ეძებდა გზას, რომ კრემლს „ეგრძნო ტკივილი“ მის მიერ დაწყებული ომის გამო.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, როგორც ამბობენ, უკრაინაში „ტომაჰავკის“ რაკეტების გაგზავნას განიხილავს. ამ ეტაპზე მათი მიწოდება ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ თუ ვაშინგტონი ამ რაკეტებს მაინც მიაწვდის, ამან შეიძლება ფუნდამენტურად შეცვალოს მოსკოვსა და კიევს შორის ბრძოლის ველის დინამიკა.
წყალქვეშა ნავიდან გაშვებული „ტომაჰავკი“ მოხვდა სამიზნეს სან კლემენტეს კუნძულზე, აშშ-ის საზღვაო ძალების წვრთნებისა და იარაღის ტესტირების ადგილას, სამხრეთ კალიფორნიის სანაპიროსთან, 1998 წლის ნოემბერში ჩატარებული ტესტის დროს.

ივლისის დასაწყისში სატელეფონო საუბრისას, გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა ტრამპმა ზელენსკის ჰკითხა: „ვოლოდიმირ, შეგიძლია მოსკოვზე თავდასხმა? შეგიძლია სანქტ-პეტერბურგზეც დარტყმა?“ როგორც ამბობენ, უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა: „რა თქმა უნდა. შეგვიძლია, თუ იარაღს მოგვაწვდით“.

15 ივლისს ტრამპმა უარყო, რომ კიევისთვის შორი მოქმედების რაკეტების მიწოდებას გეგმავს და ჟურნალისტებს განუცხადა: „ჩვენ ამას არ ვაპირებთ“.
7/9 წყალქვეშა ნავიდან გაშვებული „ტომაჰავკი“ მოხვდა სამიზნეს სან კლემენტეს კუნძულზე, აშშ-ის საზღვაო ძალების წვრთნებისა და იარაღის ტესტირების ადგილას, სამხრეთ კალიფორნიის სანაპიროსთან, 1998 წლის ნოემბერში ჩატარებული ტესტის დროს.

ივლისის დასაწყისში სატელეფონო საუბრისას, გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა ტრამპმა ზელენსკის ჰკითხა: „ვოლოდიმირ, შეგიძლია მოსკოვზე თავდასხმა? შეგიძლია სანქტ-პეტერბურგზეც დარტყმა?“ როგორც ამბობენ, უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა: „რა თქმა უნდა. შეგვიძლია, თუ იარაღს მოგვაწვდით“.

15 ივლისს ტრამპმა უარყო, რომ კიევისთვის შორი მოქმედების რაკეტების მიწოდებას გეგმავს და ჟურნალისტებს განუცხადა: „ჩვენ ამას არ ვაპირებთ“.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, როგორც ამბობენ, უკრაინაში „ტომაჰავკის“ რაკეტების გაგზავნას განიხილავს. ამ ეტაპზე მათი მიწოდება ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ თუ ვაშინგტონი ამ რაკეტებს მაინც მიაწვდის, ამან შეიძლება ფუნდამენტურად შეცვალოს მოსკოვსა და კიევს შორის ბრძოლის ველის დინამიკა.
აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდი უშვებს „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტას, ხმელთაშუა ზღვა, 2011 წლის მარტი.

უცნობია, როგორ შეძლებს უკრაინა ამ იარაღის გამოყენებას, რომელსაც, როგორც წესი, საზღვაო ხომალდებიდან ან წყალქვეშა ნავებიდან უშვებენ. „ტომაჰავკების“ გაშვება შესაძლებელია ზოგიერთი თვითმფრინავიდან, თუმცა უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღიარა, რომ მათი „გამოყენება ადვილი არ არის“ სტრატეგიული ბომბდამშენების გარეშე, რომლებიც კიევს არ გააჩნია.
8/9 აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდი უშვებს „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტას, ხმელთაშუა ზღვა, 2011 წლის მარტი.

უცნობია, როგორ შეძლებს უკრაინა ამ იარაღის გამოყენებას, რომელსაც, როგორც წესი, საზღვაო ხომალდებიდან ან წყალქვეშა ნავებიდან უშვებენ. „ტომაჰავკების“ გაშვება შესაძლებელია ზოგიერთი თვითმფრინავიდან, თუმცა უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღიარა, რომ მათი „გამოყენება ადვილი არ არის“ სტრატეგიული ბომბდამშენების გარეშე, რომლებიც კიევს არ გააჩნია.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, როგორც ამბობენ, უკრაინაში „ტომაჰავკის“ რაკეტების გაგზავნას განიხილავს. ამ ეტაპზე მათი მიწოდება ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ თუ ვაშინგტონი ამ რაკეტებს მაინც მიაწვდის, ამან შეიძლება ფუნდამენტურად შეცვალოს მოსკოვსა და კიევს შორის ბრძოლის ველის დინამიკა.
აშშ-ის „ტაიფუნის“ სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ „ტომაჰავკის“ ფრთოსანი რაკეტების გაშვება.

„ტომაჰავკის“ რაკეტებისთვის ახლად შემუშავებული სახმელეთო გამშვები სისტემები არსებობს, თუმცა ამჟამად ეს ტექნოლოგია მხოლოდ შეერთებულ შტატებს აქვს. ფრთოსანი რაკეტების სახმელეთო გამშვები სისტემების შემუშავება 2019 წელს საშუალო რადიუსის ბირთვული ძალების შესახებ ხელშეკრულების დაშლის შემდეგ დაიწყო. აშშ-რუსეთის შეთანხმება კრძალავდა 500-დან 5 500 კილომეტრამდე რადიუსის მქონე სახმელეთო რაკეტებს.
9/9 აშშ-ის „ტაიფუნის“ სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ „ტომაჰავკის“ ფრთოსანი რაკეტების გაშვება.

„ტომაჰავკის“ რაკეტებისთვის ახლად შემუშავებული სახმელეთო გამშვები სისტემები არსებობს, თუმცა ამჟამად ეს ტექნოლოგია მხოლოდ შეერთებულ შტატებს აქვს. ფრთოსანი რაკეტების სახმელეთო გამშვები სისტემების შემუშავება 2019 წელს საშუალო რადიუსის ბირთვული ძალების შესახებ ხელშეკრულების დაშლის შემდეგ დაიწყო. აშშ-რუსეთის შეთანხმება კრძალავდა 500-დან 5 500 კილომეტრამდე რადიუსის მქონე სახმელეთო რაკეტებს.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, როგორც ამბობენ, უკრაინაში „ტომაჰავკის“ რაკეტების გაგზავნას განიხილავს. ამ ეტაპზე მათი მიწოდება ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ თუ ვაშინგტონი ამ რაკეტებს მაინც მიაწვდის, ამან შეიძლება ფუნდამენტურად შეცვალოს მოსკოვსა და კიევს შორის ბრძოლის ველის დინამიკა.
Previous slide
Next slide

ტრამპმა თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა უკრაინას მიაწოდოს ფრთოსანი რაკეტები, რომელთა მოქმედების რადიუსი 1 250-დან 2 500 კილომეტრამდეა, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და მიანიშნა, რომ შესაძლოა ეს საკითხი ჯერ პუტინთან განიხილოს.

„შესაძლოა, ვთქვა, ‘ნახეთ, თუ ეს ომი არ სრულდება, შეიძლება გავუგზავნო [უკრაინას] ტომაჰავკები.’ რუსეთს ეს არ სჭირდება. ვფიქრობ, მიზანშეწონილია ამის ხსენება“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს 12 ოქტომბერს.

ეს საკითხი ტრამპისა და პუტინის 16 ოქტომბრის სატელეფონო საუბრისასაც წამოიჭრა. პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ უკრაინისთვის რაკეტების მიწოდება „მნიშვნელოვან“ დარტყმას მიაყენებს აშშ-რუსეთის კავშირებსა და უკრაინაში მშვიდობის შანსებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა იური უშაკოვმა განაცხადა.

სატელეფონო საუბრის შემდეგ ტრამპმა მიანიშნა, რომ აშშ-ის საჭიროებები გაართულებს უკრაინისთვის „ტომაჰავკების“ მიწოდების ნებისმიერ მცდელობას.

„ჩვენც გვჭირდება „ტომაჰავკები“ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის,“ – განუცხადა მან ჟურნალისტებს. - „ბევრი გვაქვს, მაგრამ გვჭირდება. არ შეგვიძლია ჩვენი ქვეყნისთვის დაცლა... ასე რომ, არ ვიცი, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამის შესახებ.“

ტრამპი იმედოვნებს, რომ აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ღაზის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის უმძიმესი კონფლიქტის დასრულებასაც მოახერხებს.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მხოლოდ „ტომაჰავკები“ ომის მიმდინარეობაში გარდამტეხ როლს ვერ შეასრულებს, თუმცა მნიშვნელოვნად გააძლიერებს კიევის დარტყმებს რუსეთის ღრმა ტერიტორიაზე.

"ომმა აჩვენა, რომ „არ არსებობს ერთი იარაღის პლატფორმა ან საბრძოლო მასალა, რომელიც შეიძლება ‘ვერცხლის ტყვიად’ იქცეს,“ – განუცხადა რადიო თავისუფლებას ლუკ კოფიმ, აშშ-ში დაფუძნებული „ჰადსონის ინსტიტუტის“ უფროსმა მკვლევარმა ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილ კომენტარებში.

„თუმცა ტომაჰავკებს პრაქტიკული გავლენა ექნებოდათ ბრძოლის ველზე, დაარღვევდნენ ფრონტის ხაზიდან შორს მდებარე რუსეთის თავდაცვის წარმოებასა და ლოგისტიკას,“ – თქვა მან. - „მათ ასევე ექნებოდათ სიმბოლური გავლენა, რაც აჩვენებდა, რომ პრეზიდენტ ტრამპს, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი აქვს მოახდინოს მეტი ზეწოლა რუსეთზე, რათა ის მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანოს.“

ანალიტიკოსების თქმით, თუ აშშ მიაწოდებს რაკეტებს უკრაინას, მნიშვნელოვანი იქნება - რამდენს და რა სისწრაფით.

„მთავარი კითხვაა, რამდენი უნდა [მიაწოდოს] შეერთებულმა შტატებმა უკრაინას,“ – თქვა მარკ კენშენმა, ვაშინგტონში ბაზირებული „სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის“ სამხედრო ექსპერტმა, სატელეფონო ინტერვიუში.

„ტრამპს გარიგების დადება სურს,“ – თქვა მან. - „თუ მას რუსეთზე ზეწოლის მოხდენა სურს, უნდა მოძებნოს გზა, რომ უკრაინას იარაღი სწრაფად მიაწოდოს.“

„ტომაჰავკებს შეუძლიათ მიზანში ამოიღონ ობიექტები რუსეთის სიღრმეში, მაგრამ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმატებით გასარღვევად უკრაინას, სავარაუდოდ, დასჭირდება ერთდროულად რამდენიმეს გასროლა,“ – თქვა დარა მასიკოტმა, „კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის“ უფროსმა მკვლევარმა და რუსეთის სამხედრო საქმეების ექსპერტმა, ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილ კომენტარში.

„ტომაჰავკები ზეწოლას აძლიერებს, მაგრამ ზეწოლა დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როდის ჩამოვა ისინი, რა რაოდენობა შეიძლება იყოს მიწოდებული და როგორ გაუშვებენ მათ,“ – თქვა მან.

შეფასებები იმის შესახებ, თუ რამდენი „ტომაჰავკის“ მიწოდება შეუძლია აშშ-ს, განსხვავდება. მაკენზი იგლენმა, „ამერიკული მეწარმეობის ინსტიტუტის“ უფროსმა მკვლევარმა და სამხედრო ექსპერტმა, თქვა, რომ ამერიკის საზღვაო ძალებმა შეიძლება რაკეტის ერთი კონკრეტული ვარიანტის „მხოლოდ ერთი მუჭა“ გადასცენ უკრაინას. კენშენი ვარაუდობს, რომ მთლიანმა რაოდენობამ შეიძლება რამდენიმე ასეული შეადგინოს, ან დაახლოებით ათასამდე, თუ უფრო ძველი ვერსიასაც ჩართავენ.

მარკ გალიოტიმ, დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულმა ანალიტიკოსმა და რუსეთის პოლიტიკისა და უსაფრთხოების ავტორმა, თქვა, რომ „შედარებით მცირე რაოდენობა, რომლის გადასაცემადაც აშშ, სავარაუდოდ, მზად იქნება“, უკრაინისთვის „ტომაჰავკებს“ უფრო „პოლიტიკურ სიმბოლოებად“ აქცევს, ვიდრე გარდამტეხ ფაქტორად.

„თუ ტრამპი მათ შესთავაზებს კონკრეტულად გაწერილი განრიგით, ის სიგნალს მისცემს, რომ პოზიციას მკვეთრად ამკაცრებს,“ – თქვა გალიოტიმ ელექტრონულ წერილში.

...ან არანაირი „ტომაჰავკები“

კვირის დასაწყისში რამდენიმე მაღალი რანგის უკრაინელი ოფიციალური პირი ჩავიდა ვაშინგტონში 17 ოქტომბრის შეხვედრის მოსამზადებლად. მათ შორის იყვნენ პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო და ზელენსკის ადმინისტრაციის გავლენიანი უფროსი, ანდრეი ერმაკი. ტრამპმა და ზელენსკიმ ორ დღეში ორჯერ ისაუბრეს ტელეფონით.

„ტომაჰავკების“ ირგვლივ მთელი ამ საუბრის შემდეგ, თუ ტრამპ-ზელენსკის შეხვედრა არ დასრულდება მათი მიწოდების დაპირებით, ეს კიევისთვის უკუსვლა იქნება. მაგრამ ლაპარაკი მხოლოდ „ტომაჰავკებზე“ არ მიდის.

რუსეთი დაუნდობლად ურტყამს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ზამთრის წინ და უტევს მშვიდობიან მოსახლეობას მათ სახლებში, საავადმყოფოებში და მატარებლებში. კიევი ითხოვს მეტ საჰაერო თავდაცვას, რომელიც ევროპულმა ქვეყნებმა უნდა შეიძინონ აშშ-ისგან და შემდეგ უკრაინას მიაწოდონ.

გალიოტი ვარაუდობს, რომ უკრაინა შესაძლოა მაქსიმუმს ითხოვდეს, მაგრამ მზად იყოს ნაკლებზე დათანხმებისთვისაც. მისი თქმით, „ზელენსკი იყენებს თავის ჩვეულ ტაქტიკას, რათა ხაზი გაუსვას ერთ კონკრეტულ იარაღს, რომელსაც იცის, რომ, სავარაუდოდ, ვერ მიიღებს, და ამით სცადოს მეორე მხარე აიძულოს მას რაღაც სხვა შესთავაზოს სანუგეშოდ.“

„ტომაჰავკებზე“ შეთანხმების გარეშეც კი, შეხვედრამ შეიძლება აჩვენოს, რომ ვაშინგტონი არ აპირებს უკრაინის მიტოვებას ან მის იძულებას სამშვიდობო შეთანხმების სანაცვლოდ დათმობებზე წავიდეს, მაგალითად, ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემაზე, თუნდაც არაფორმალურად.

ოვალური კაბინეტის მოგონებები

მოლაპარაკებების ტონს ყურადღებით დააკვირდებიან – განსაკუთრებით კიევში, სადაც ჯერ კიდევ ახსოვთ თეთრ სახლში შეხვედრა, რომელიც ზელენსკისთვის თებერვალში ძალიან ცუდად წავიდა.

უკრაინა შეეცდება ნახოს, ხომ არ შეიცვალა ტრამპის რიტორიკა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „ძალიან პროდუქტიული“ საუბარი შედგა პუტინთან. საუბრისას შეთანხმდნენ, რომ პრეზიდენტები პირისპირ შეხვდებიან, თუმცა თარიღი დადგენილი არ არის.

ლუსიან კიმი, Crisis Group-ის უკრაინის უფროსი ანალიტიკოსი, ამბობს, რომ „ტომაჰავკების“ მიწოდების პერსპექტივები ტრამპ-პუტინის საუბრის შემდეგ შემცირებულია.

„ზელენსკის მაინც შეუძლია მოითხოვოს „ტომაჰავკები“, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, რომ ტრამპი ამას დათანხმდეს ბრძოლის შეწყვეტისთვის აშშ-ის განახლებული ძალისხმევის დაწყებამდე,“ – დაწერა კიმმა X-ზე.

თებერვლის ფიასკოს შემდეგ, ტრამპსა და ზელენსკის შორის კავშირები შესამჩნევად უფრო კეთილგანწყობილი გახდა. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმაც გამოხატეს სოლიდარობა უკრაინისადმი ამ კვირის კომენტარებში - თუმცა, ხაზს უსვამდნენ მთავარ როლს, რომელიც ვაშინგტონის თქმით, ევროპამ უნდა ითამაშოს. არც ტრამპს მოუწოდებდნენ, „ტომაჰავკები“ გადაეცი კიევსო.

სვირიდენკოსთან მოლაპარაკებებისას, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა „კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისადმი,“ – განაცხადა აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტმა 14 ოქტომბერს.

თუ ომი არ დასრულდება, აშშ და მისი მოკავშირეები „რუსეთს ხარჯებს დაუწესებენ მის მიერ გაგრძელებული აგრესიისთვის,“ – თქვა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე ნატოს შტაბ-ბინაში 15 ოქტომბერს.

იარაღის გარდა კიდევ ერთი მთავარი კითხვა რჩება: გაამკაცრებს თუ არა ტრამპი სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ? აქამდე ის ამისგან თავს იკავებდა. მხოლოდ ინდოეთს დაუწესა უფრო მაღალი ტარიფების რუსული ნავთობის ყიდვის გამო.

ზელენსკიმ არაერთხელ მოუწოდა ვაშინგტონს სანქციების გამკაცრებისკენ, მაგრამ სამიტის წინ ახალი ზომების შესახებ ბევრი არაფერი უთქვამთ.

რუსეთის რეაქცია

მოსკოვმა ხმამაღლა გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ უკრაინას არ მიაწოდოს „ტომაჰავკები“. ყოფილმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ბუნდოვანი ბირთვული მუქარა გამოთქვა, თქვა, რომ ეს „შეიძლება ცუდად დასრულდეს ყველასთვის“, რადგან რუსეთი ვერ შეძლებს თქვას, იყო თუ არა რაკეტა კონვენციური თუ ბირთვული.

პუტინმა განაცხადა, რომ „ტომაჰავკების“ მიწოდება შეერთებულ შტატებს პირდაპირ ომში ჩაითრევს, ამტკიცებდა რა, რომ ნებისმიერი გამშვები დანადგარების ოპერირებას აშშ-ის პერსონალი დასჭირდება. ანალიტიკოსები, მათ შორის კენშენი, კოფი და იგლენი, ამ მოსაზრებას არ იზიარებენ.

რამდენიმე ანალიტიკოსმა მედვედევის კომენტარები ცარიელ მუქარად მიიჩნია.

„ვფიქრობ, მათი შეშფოთება რეალურია, მაგრამ, ამავდროულად, რუსეთი ხშირად იყენებს ბირთვულ რიტორიკას ჩვენზე გავლენის მოსახდენად, რათა არ მივაწოდოთ ეს სისტემები უკრაინას. ამ კონტექსტში ბირთვული მუქარები განსაკუთრებით სანდოდ არ მეჩვენება,“ – თქვა მასიკოტმა.

კენშენმა თქვა, რომ რუსეთს „აღიზიანებს“ „ტომაჰავკების“ გადაცემის პერსპექტივა, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ „ეჭვგარეშეა, ისინი კონვენციურია.“

მან თქვა, რომ ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები, ალბათ, უკრაინის საუკეთესო შანსია „რუსეთზე საკმარისად ძლიერი ზეწოლა მოახდინოს და ის მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანოს.“

მაგრამ არ არსებობს გარანტია, რომ ეს მოხდება.

„ეს არ აიძულებს პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან მისვლას,“ – თქვა გალიოტიმ „ტომაჰავკების“ პოტენციური მიწოდებაზე. - „მისი დრონებით ევროპის თავზე, შეცვლილი კანონებით, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს ომში რეზერვისტები გაუშვას, ის სიგნალს იძლევა რომ მას ესკალაციის ვარიანტებიც აქვს.“

„პუტინისთვის, ომი უკრაინაში არის ეგზისტენციალური ბრძოლა რუსეთის ადგილისათვის მსოფლიოში და მისი საკუთარი ისტორიული მემკვიდრეობისათვის. პუტინი მართლაც მზად არის იბრძოლოს ‘რამდენი ხანიც დასჭირდება’ უკრაინის დასამორჩილებლად,“ – განუცხადა Crisis Group-ის ანალიტიკოსმა კიმმა რადიო თავისუფლებას ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილ კომენტარებში.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ბრძოლის ველზე წელს შესაძლოა არ მიუღწევია მნიშვნელოვანი გამარჯვებებისათვის, კრემლი მაინც მიიჩნევს, რომ გაიმარჯვებს გაჭიანურებულ ომში, თუ მას თან მოჰყვება დასავლეთის მხარდაჭერის შემცირება,“ – თქვა მან.

კატეგორიები

ამავე თემაზე

ფორუმი

XS
SM
MD
LG