75 წლის წინ, 1944 წლის 6 ივნისს, მოკავშირეთა ჯარები გადასხდნენ ჩრდილოეთ საფრანგეთში, ნორმანდიაში. ეს იყო ზღვიდან ხმელეთზე ჯარების გადასხმის ყველაზე ფართო მასშტაბის ოპერაცია ისტორიაში.
1944 წელს მოკავშირეთა გადასხდომა ნორმანდიაში
1
1944 წლის 5 ივნისის ფოტოზე აღბეჭდილი არიან ბრიტანელი სამხედროები ინგლისის ქალაქ პორტსმუთში. ისინი სადესანტო ოპერაციისთვის ემზადებიან 1944 წლის 6 ივნისისთვის, როცა მოკავშირეთა ჯარებმა იერიში განახორციელეს ნორმანდიის სანაპიროზე.
2
ამერიკის სადესანტო ნაწილები ეხმარებიან ჯარებს, რომელთა სადესანტო ხომალდი მოწინააღმდეგის ცეცხლის შედეგად ჩაიძირა ნორმანდიაში, ომაჰა-ბიჩთან, კოლვილ-სურ-მერის მახლობლად. 1944 წ. 6 ივნისი.
3
აშშ-ის ჯარის ნაწილები თავს იყრიან ინჟინრების მიერ გამოყენებული სასიგნალო პოსტის გარშემო, ხელში ჩაგდებულ გერმანულ ბუნკერთან, რომელიც ომაჰა-ბიჩს გადაჰყურებს სენ-ლორან-სურ-მერის მახლობლად. ნორმანდიაში ჯარების გადასხმის მეორე დღე, 1944 წ. 7 ივნისი.
4
ნაპირზე გადასხდომის შემდეგ ბრიტანეთის ჯარები სიგნალს ელოდებიან გზის გასაგრძელებლად, ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხდომის პირველ ეტაპზე. 1944 წ. 6 ივნისი.
5
კანადის არმიის მე-9 ბრიგადის ჯარისკაცები ველოსიპედებით ახორციელებენ გადასხდომას ჯუნო-ბიჩზე, ბერნესიე-სურ-მერში. 1944 წ. 6 ივნისი.
6
აშშ-ის ჯარების გადასხდომა ნორმანდიაში 1944 წ. 6 ივნისს.
7
1944 წ. 6 ივნისს გადაღებულ ამ საარქივო ფოტოზე ჩანს, როგორც მონაწილეობენ მოკავშირეთა სამხედრო-საზღვაო ძალები დესტანტის გადასხმის ოპერაცია "ოვერლორდში".
8
აშშ-ის დაჭრილი ჯარისკაცები ომაჰა-ბიჩზე, დესანტის გადასხდომის დღეს, 1944 წ. 6 ივნისს.
9
აშშ-ის ეროვნულ არქივში დაცულ ამ ფოტოზე აღბეჭდილია, როგორ გადადიან აშშ-ის ჯარები ნაპირზე ომაჰა-ბიჩის მახლობლად. 1944 წ. 6 ივნისი.
10
1944 წლის ივნისში გადაღებულ ამ ფოტოზე, რომელიც აშშ-ის ეროვნულ არქივშია დაცული, აღბეჭდილია ტანკების გადასასხმელი გემებიდან ტექნიკის გადმოტვირთვა ნორმანდიაში 6 ივნისს ჯარების გადასხმის შემდეგ.