რევაზ “რეზო” გაბრიაძე 1985 წელი
ლეგენდარული ქართველი ხელოვანი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ მისმა ოჯახმა გამოაცხადა.
გაბრიაძე აფერადებს მარიონეტებს. 1985 წელი
ხელოვანი დაიბადა 1936 წელს, ქუთაისში. მან შექმნა თბილისის ყველაზე პოპულარული თოჯინების თეატრი, ასევე მის სახელს უკავშირდება საბჭოთა ეპოქის ყველაზე ყურებადი ფილმები.
სცენა 1977 წელს გადაღებული “მიმინოდან”. კლასიკად ქცეულ ფილმს, რომელიც ქართველი მფრინავის და სომეხი მძღოლის მოულოდნელ მეგობრობაზე გვიყვება, იუტუბზე თითქმის 10 მილიონი ნახვა აქვს
“მიმინოს” სცენარზე მუშაობის გარდა, გაბრიაძემ ასევე დაწერა საკულტო სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმი “კინ ძა ძა” და სხვა პოპულარული სურათები. კომუნისტური ხელისუფლების მიერ თავსმოხვეულმა ცენზურამ რეზო გაბრიაძე ძალიან შეაწუხა, ამიტომაც 1981 წელს, ძველ თბილისში თოჯინების თეატრი დააფუძნა.
წარმოდგენა გაბრიაძის თეატრში
პატარა სივრცეში, სადაც სულ რაღაც რამდენიმე ათეული ადამიანი იყრიდა თავს, გაბრიაძის თხრობა გაცილებით ნაკლებად კონტროლდებოდა ცენზორების მიერ.
სპექტაკლი გაბრიაძის თეატრში. 1983 წელი
თოჯინების თეატრს, რომელიც ფეთხუმ მარიონეტებს იყენებდა ღრმააზროვანი ამბების მოსათხრობად, გულშემატკივრები მალე მთელ მსოფლიოში გამოუჩნდა. თეატრის დასი ძალიან ბევრს მოგზაურობდა.
სცენა სპექტაკლიდან “ჩემი გაზაფხულის შემოდგომა”. მოსკოვი
გაბრიაძემ მიიღო რამდენიმე საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის, საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის კომანდორის ორდენი.
ნაწყვეტი გაბრიაძის სპექტაკლიდან სტალინგრადის ბრძოლაზე
წლების შემდეგ დრამატურგი წერდა თბილისის თეატრის შექმნაზე: “ჩემი ოცნება ახდა… მადლიერი ვარ ბედის, თოჯინების და პატარა კოლექტივის, რომელიც დაფუსფუსებს ძველი შენობის კუთხეებში”.
გაბრიაძე 2012 წელს
გაბრიაძე მხოლოდ სცენარებით და თოჯინებით არ შემოიფარგლებოდა. იგი ასევე იყო შემდგარი მხატვარი და მოქანდაკე.
ცნობილი ქანდაკება “ჩიჟიკ-პიჟიკი” სანქტ-პეტერბურგში. (კვარცხლბეკზე, ფოტოს ცენტრში)
რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქანდაკება რეზო გაბრიაძის მიერაა შექმნილი.
ჩიტის ნატურალური ზომის ქანდაკება არხის თავზე მოთავსებული, ცნობილი რუსული ფოლკლორული სიმღერის შინაარსის შესაბამისად
გაბრიაძემ “თბილისის დახრილი კოშკი” საკუთარი თოჯინების თეატრის წინ 2011 წელს ააშენა
მალევე კოშკი დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად იქცა.
კოშკის წინ შეკრებილი ხალხი. 2019 წლის ზაფხული
ყოველ საათს, კოშკის თავზე კარები იღება და მანეკენები ერთგვარ “სიცოცხლის წრეს” ასრულებენ.
მას შემდეგ, რაც ანგელოზი კოშკის თავზე ზარს რეკავს, ორი მანეკენი ჩნდება. ისინი ხვდებიან, ერთმანეთი უყვარდებათ, ქორწინდებიან, აჩენენ შვილებს და შემდეგ კვდებიან.
გაბრიაძის თეატრზე დატანილია მისი გვიანდელი ციტატა, რომელიც სრულად გამოხატავს ავტორის ბასრ და ონავარ სტილს: “დაე ცრემლები მხოლოდ ხახვისგან გვდიოდეს".
რეზო გაბრიაძეს ხალხი ემშვიდობება მის მიერ დაარსებულ მარიონეტების თეატრში, სადაც 8-9 ივნისს სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
რეზო გაბრიაძის სამოქალაქო პანაშვიდი მის მიერ დაარსებულ მარიონეტების თეატრში.
რეზო გაბრიაძე ხალხმა ტაშით გააცილა ანჩისხატის ტაძრიდან, სადაც დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.
2021 წლის 10 ივნისს რეზო გაბრიაძე მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.