ია მეტრეველი სარალიძისა და მაჩალიკაშვილის პროტესტზე
Your browser doesn’t support HTML5
მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი ერთ-ერთი დამფუძნებელია საგანგებოდ შექმნილი შტაბისა, რომელიც მინიმუმ არჩევნების მეორე ტურამდე იმუშავებს. მისი თქმით, ეს არის იმ ადამიანების საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმმა დააზარალა. 1 თვის განმავლობაში შტაბი მოაწყობს აქციებსა და მოქალაქეებთან შეხვედრებს. ია მეტრეველის გვერდით დგანან ვახტანგ მაისაია, სულხან მოლაშვილის მამა, გია კრიალაშვილისა და იური ვაზაგაშვილის ოჯახები. ია მეტრეველი ვერ ხედავს საკუთარ თავს შვილმკვდარი მამების, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილს, გვერდით.