ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ

ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ, ბუქარესტში დღეს დამთავრებულ თათბირზე, მიიღო ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული სამოქმედო გეგმა.
ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ, ბუქარესტში დღეს დამთავრებულ თათბირზე, მიიღო ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული სამოქმედო გეგმა.

გეგმა ეუთოს წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინფორმაციის ინტენსიურ გაცვლა-გამოცვლას ითვალისწინებს. დოკუმენტში ნათქვამია, აგრეთვე, რომ ცენტრალური აზიის სახელმწიფოები, ტერორიზმის საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ტექნიკურსა და ფინანსურ დახმარებას მიიღებენ.

კონფერენციაზე გამოსვლისას, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, კოლინ პაუელმა, ეუთოს 55-ტ წევრ ქვეყანას მოუწოდა, ყველაფერი იღონონ ტერორიზმის დასამარცხებლად.

რუმინეთი ეუთოს მორიგე თავმჯდომარეა.