საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობა დიდ მწუხარებას

საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობა დიდ მწუხარებას გამოხატავს თავისი თანამშრომლის, გიუნტერ ბოიხელის დაღუპვის გამო.
საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობა დიდ მწუხარებას გამოხატავს თავისი თანამშრომლის, გიუნტერ ბოიხელის დაღუპვის გამო.
წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ტორბენ ჰოლცემ, დღეს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ფოთიდან თბილისში დაბრუნებულ გიუნტერ ბოიხელს თავს დაესხნენ საკუთარი ბინის სადარბაზოში. მიღებული ჭრილობებისგან იგი ადგილზე გარდაიცვალა. გიუნტერ ბოიხელს ჰყავდა მეუღლე და ორი შვილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 49 წლის გიუნტერ ბოიხელის გვამი გუშინ, საღამოს ათ საათზე, უზნაძის ქუჩაზე მდებარე მის ბინაში იპოვეს. მიმდინარეობს გამოძიება.