ნეპალის დედაქალაქ – კატმანდუდან, სადაც

ნეპალის დედაქალაქ – კატმანდუდან, სადაც სამხრეთ აზიის სახელმწიფოთა ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს,
ნეპალის დედაქალაქ – კატმანდუდან, სადაც სამხრეთ აზიის სახელმწიფოთა ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს,
ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები მოდის კონტაქტების შესახებ ინდოეთისა და პაკისტანის დელეგაციებს შორის. პაკისტანის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ სამიტის კულუარებში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. ინდოეთის მხარე უარყოფს ამ ცნობას. პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა საჯაროდ შესთავაზა დღეს ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ათალ ბიჰარი ვაჯპაის დაძაბულობის განმუხტვის მიზნით დიალოგის დაწყება. ვაჯპაიმ თავის მხრივ მოითხოვა, რომ პაკისტანმა ქმედითი ზომები მიიღოს მის ტერიტორიაზე მყოფი ექსტრემისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ. იუწყებიან, რომ ქაშმირის პროვინციაში, ინდოეთ-პაკისტანის საზღვარზე, უაღრესად დაიძაბა ვითარება.