ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების შტაბმა ოთხშაბათს

ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების შტაბმა ოთხშაბათს ოფიციალურად უარყო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის განცხადება, რომლის თანახმად, გასული წლის ივნისში დაშლილი ვაზიანის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე 4 ძლიერი რადიაციული წყარო აღმოაჩინეს.

პრაიმ-ნიუსთან ინტერვიუში აღნიშნული შტაბის პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ლუცკევიჩმა თქვა, რომ ვაზიანში აღმოაჩინეს რადიაციის მხოლოდ ერთი წყარო ,,ცეზიუმი-137”, რომელსაც დოზიმეტრიულ მოწყობილობებში იყენებდნენ.
მისი თქმით, რადიაციის ეს წყარო რუსეთის სამხედროებმა საქართველოს ფარგლებს გარეთ გაიტანეს.
ლუცკევიჩმა გაკვირვება გამოთქვა, რომ საქართველოს მხარე – ექსპერტები, რომლებიც მონაწილეობდნენ ვაზიანის ბაზის რადიაციული უსაფრთხოების შესწავლის საკითხში – დღეისათვის ზრდიან დაფიქსირებულ წყაროთა ოდენობას.