ჩეჩნეთში რუსეთის ქვედანაყოფები”წმენდის” ოპერაციას აწარმოებენ

ჩეჩნეთში რუსეთის ქვედანაყოფები”წმენდის” ოპერაციას აწარმოებენ კურჩალოის რაიონის სოფელ ბაჩი-იურტში.
ჩეჩნეთში რუსეთის ქვედანაყოფები”წმენდის” ოპერაციას აწარმოებენ კურჩალოის რაიონის სოფელ ბაჩი-იურტში.
უშიშროების ფედერალური სამსახურის ცნობით, სოფელი მთლიანად ბლოკირებულია, გადაკეტილია მოძრაობა ტრასაზე გროზნო-ალეროი. დაკავებულია ათი ადამიანი. იტყობინებიან შეიარაღებული შეტაკების შესახებ, რომლის დროსაც დაიღუპა ჩეჩენი მებრძოლი. სოფელ მესკერ-იურტთან გუშინ თავს დაესხნენ მსუბუქ ავტომანქანას, რის შედეგადაც დაიღუპა პეტერბურგის მილიციის ორი თანამშრომელი და მანქანის მძღოლი – ადგილობრივი მაცხოვრებელი.