საქართველო დსთ-ის თავდაცვის მინისტრთა საბჭოს

საქართველო დსთ-ის თავდაცვის მინისტრთა საბჭოს სხდომებში მონაწილეობას რეგულარულად მიიღებს, რათა საქმის კურსში იყოს თანამეგობრობის სივრცეში მიმდინარე სამხედრო მოვლენებთან დაკავშირებით.
საქართველო დსთ-ის თავდაცვის მინისტრთა საბჭოს სხდომებში მონაწილეობას რეგულარულად მიიღებს, რათა საქმის კურსში იყოს თანამეგობრობის სივრცეში მიმდინარე სამხედრო მოვლენებთან დაკავშირებით.
როგორც პრაიმ-ნიუსის კორესპონდენტი მოსკოვიდან იტყობინება, ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გელა ბეჟუაშვილმა გაზეთ ,,ვრემია ნოვოსტეისთან” ინტერვიუში განაცხადა. მინისტრების მორიგი შეხვედრა თებერვალში სანკტ-პეტერბურგში შედგება. ამასთან, გელა ბეჟუაშვილის თქმით, საქართველო არ განიხილავს დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ იმ შეთანხმებაში დაბრუნების შესაძლებლობას, რომელიც ქვეყანამ რამდენიმე წლის წინ დატოვა.