იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ფუნქციონირება

იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ფუნქციონირება დაიწყო პატიმართა უფლებების დაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილებამ.
იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ფუნქციონირება დაიწყო პატიმართა უფლებების დაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილებამ.
როგორც პრაიმ-ნიუსს იუსტიციის სამინისტროს პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში აცნობეს, ეს განყოფილება რეაგირებს სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარ პატიმართა და მსჯავრდებულთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე. აღნიშნულ პრეცედენტთა დაფიქსირების შემთხვევაში, პატიმრებსა და მსჯავრდებულებს, ასევე მათ ახლობლებს, შეუძლიათ დაუკავშირდნენ ზემოხსენებული განყოფილების უფროსს მაია ხასიას.