უახლოეს მომავალში დაიწყება რუსეთთან მოლაპარაკება

უახლოეს მომავალში დაიწყება რუსეთთან მოლაპარაკება საქართველოში მყოფი ჩეჩენი ლტოლვილების რეპატრიაციის კონკრეტულ საკითხებზე.
უახლოეს მომავალში დაიწყება რუსეთთან მოლაპარაკება საქართველოში მყოფი ჩეჩენი ლტოლვილების რეპატრიაციის კონკრეტულ საკითხებზე.
ამის შესახებ პარასკევს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა, კახა სიხარულიძემ. მისი თქმით, ამ საკითხზე მოსკოვში უკვე მიმდინარეობს კონსულტაციები და უახლოეს დღეებში გაირკვევა საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტტის თარიღი. ამჟამად საქართველოში დაახლოებით 7 ათასი ჩეჩენი ლტოლვილი იმყოფება.