ბულგარეთში დღეს საზეიმოდ დადო ფიცი

ბულგარეთში დღეს საზეიმოდ დადო ფიცი ამ ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა, ყოფილმა კომუნისტმა გეორგი პარვანოვმა.
ბულგარეთში დღეს საზეიმოდ დადო ფიცი ამ ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა, ყოფილმა კომუნისტმა გეორგი პარვანოვმა.
ინაუგურაციის ცერემონიაზე პარვანოვმა ევროპის კავშირში და ნატოში გაწევრიანება ქვეყნის მთავარ ამოცანებად დაასახელა.
მან აგრეთვე გამოაცხადა, რომ აპირებს განავითაროს ურთიერთობა რუსეთთან, უკრაინასთან და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სხვა ქვეყნებთან. პარვანოვმა, ამჟამად ის სოციალისტად ირიცხება, საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა პრეზიდენტი პეტერ სტოიანოვი.