საზოგადოებისა და პოლიციის ურთიერთობის შესახებ

წამყვანი დავით პაიჭაძე, თბილისი რამდენად შეიძლება აეწყოს ნორმალური ურთიერთობა საზოგადოებასა და პოლიციას შორის;
პრობლემები, რომელთა მოგვარება შეარბილებს მოქალაქეებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტაგონიზმს; აქვს და ეყოფა თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრს ნება, გარდაქმნას ეს უწყება და რამდენად უპასუხებს ის სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევებს; რადიო "თავისუფლების" თბილისის სტუდიაში ამ საკითხებზე მსჯელობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, პაატა გომელაური და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი თინათინ ხიდაშელი. მათ საუბარს დავით პაიჭაძე უძღვება.

იხ. აუდიოვერსია.