რუსეთმა უკვე დანიშნა თავის წარმომადგენელი

რუსეთმა უკვე დანიშნა თავის წარმომადგენელი გასული წლის ნოემბერში საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის და ქვეყნის ტერიტორიების დაბომბვის ფაქტების გამოსაძიებლად შექმნილ ერთობლივ კომისიაში,
რუსეთმა უკვე დანიშნა თავის წარმომადგენელი გასული წლის ნოემბერში საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის და ქვეყნის ტერიტორიების დაბომბვის ფაქტების გამოსაძიებლად შექმნილ ერთობლივ კომისიაში,
უთხრა პრაიმ-ნიუსს რუსეთის ფედერაციის ელჩმა საქართველოში ვლადიმირ გუდევმა. საქართველოს მხარეს დიპლომატიური არხებით უკვე ეცნობა ამ დანიშვნის შესახებ, აღნიშნა ელჩმა. მან არ გამორიცხა დამატებითი კონტაქტების აუცილებლობა ქართველი და რუსი კოლეგების პირველი შეხვედრის ადგილის და დროის განსაზღვრისათვის. ამასთან დაკავშირებით, ვლადიმირ გუდევმა აღნიშნა, რომ ასეთი კონტაქტები შესაძლებელია 29-30 იანვარს საქართველოში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ვლადიმერ რუშაილოს ვიზიტის კონტექსტში.