რომში გაიმართა ნატოსა და რუსეთის

რომში გაიმართა ნატოსა და რუსეთის წარმომადგენელთა მოლაპარაკება უსაფრთხოებისა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე.
რომში გაიმართა ნატოსა და რუსეთის წარმომადგენელთა მოლაპარაკება უსაფრთხოებისა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე.
ჩრდილოატლანტიკური კავშირის დელეგაციას სათავეში ედგა ამ ორგანიზაციის გენერალური მდივანი ჯორჯ რობერტსონი, ხოლო რუსეთის დელეგაციას თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი ხელმძღვანელობდა. რობერტსონის თქმით, ნატოსა და რუსეთის თანამშრომლობა საერთაშორისო ანტიტერორისტული კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ნატოს გენერალურმა მდივანმა და რუსეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნეს, რომ სამხედრო მოქმედებები საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის ერთადერთი საშუალება არ არის.