გაეროს უშიშროების საბჭოს 31 იანვრის რეზოლუცია და აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივები

წამყვანი: გიორგი კაკაბაძე, თბილისი რას უნდა ველოდეთ აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ, 31 იანვარს მიღებული რეზოლუციისგან?
რის თქმა შეიძლება ამ დოკუმენტის მიმართ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაზე? რამდენად ქმედითია საერთაშორისო თანამეგობრობის როლი კონფლიქტის მოგვარების პროცესში? როგორ შეიძლება შეფასდეს რუსეთის პოზიცია ამ პრობლემასთან დაკავშირებით? რადიო "თავისუფლების" სადისკუსიო მაგიდასთან სწორედ ამ საკითხებზე საუბრობენ მოძრაობა "დაბრუნების" თავმჯდომარე მალხაზ პატარაია და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტი, არჩილ გეგეშიძე. ჩვენი რადიოს თბილისის ბიუროში გადაცემას გიორგი კაკაბაძე უძღვება.