რუსეთი და ინდოეთი სამხედრო კვლევასა

რუსეთი და ინდოეთი სამხედრო კვლევასა და აღჭურვილობის წარმოებაში თანამშრომლობის შესაძლებლობას განიხილავენ.
რუსეთი და ინდოეთი სამხედრო კვლევასა და აღჭურვილობის წარმოებაში თანამშრომლობის შესაძლებლობას განიხილავენ.
ამის შესახებ განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ილია კლებანოვმა, რომელიც ოთხი დღით იმყოფება ინდოეთში. კლებანოვმა აღნიშნა აგრეთვე, რომ ინდოეთთან სამხედრო თანამშრომლობის სფეროში რუსეთს არ სურს იარაღის გაყიდვითა და ლიზინგით შემოფარგვლა. შეთანხმება, რომელზეც კლებანოვი ინდოეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას აწარმოებს, ეხება დაახლოებით მილიარდი დოლარის ღირებულების აღჭურვილობას. თავდაცვის სფეროში რუსეთი ინდოეთის მთავარი მომმარაგებელია.