პალესტინელთა ლიდერმა, იასირ არაფატმა, გამოთქვა

პალესტინელთა ლიდერმა, იასირ არაფატმა, გამოთქვა მოწოდება, განახლებულ იქნეს სამშვიდობო მოლაპარაკება ისრაელთან
პალესტინელთა ლიდერმა, იასირ არაფატმა, გამოთქვა მოწოდება, განახლებულ იქნეს სამშვიდობო მოლაპარაკება ისრაელთან
– იმ წერტილიდან, რომელზეც იგი შარშანდელი წლის დამდეგს შეწყდა. ისრაელის დღევანდელ გაზეთებში გამოქვეყნებულ ინტერვიუებში არაფატი აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკება ისრაელის ბოლო წინადადების განხილვით უნდა განახლდეს. 2001 წლის იანვარში, ისრაელის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ეჰუდ ბარაკმა, პალესტინელებს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა შესთავაზა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის თითქმის მთელს ტერიტორიაზე და ღაზის სექტორში, აგრეთვე, იერუსალიმის ნაწილში. პალესტინელებმა ეს წინადადება უარყვეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, არიელ შარონის თქმით, არაფატის წინადადება “ირელევანტურია” და საფრთხეს უქმნის სამშვიდობო პროცესს. [არიელ შარონის ხმა] “მე და ჩემი მთავრობა არაფატს მშვიდობისთვის დაბრკოლებად მივიჩნევთ. არაფატმა ტერორის გზა აირჩია და ტერორის კოალიცია შექმნა. ამიტომ, ჩვენი ღრმა რწმენით, არაფატზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს, რათა მომავალში, იმედი, მაქვს, ალტერნატიული ხელძღვანელობა ვიხილოთ.”