ისრაელმა ჯარისკაცებმა დღეს პალესტინელთა ავტონომიის

ისრაელმა ჯარისკაცებმა დღეს პალესტინელთა ავტონომიის ტერიტორიაზე გაანადგურეს შენობები.
ისრაელმა ჯარისკაცებმა დღეს პალესტინელთა ავტონომიის ტერიტორიაზე გაანადგურეს შენობები.
ისრაელის რადიოს თანახმად, ამ შენობებში წუხელ ჩაუსაფრდნენ ებრაელთა დასახლებისკენ მიმავალ ავტოკოლონას.
ნაღმზე აფეთქდა მათ დასახმარებლად წასული ტანკი. დაიღუპა სამი ისრაელი ჯარისკაცი. “სალადინის ბრიგადების” სახელით ცნობილმა ჯგუფმა იკისრა ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა.
პალესტნელთა ექსტრემისტული გაერთიანების ჰამასის წევრმა ისმაილ აბუ შანაბმა ტანკის აფეთქების ფაქტი შეაქო:
[შანაბის ხმა]”ეს ახალი მოვლენა ისრაელის ტანკებისა და ისრაელის ჯარის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამის შემდეგ ისრაელები უნდა მიხვდენენ, რომ პალესტინელებს შესწევთ უნარი წინ აღუდგნენ ისრაელის ტანკებს და რომ ისრაელი ვერ მოერევა პალესტინელების ნებას წინააღმდეგობა გაუწიონ ოკუპაციას.

ისრაელის ჯარი პალესტნელთა ქალაქებში საიდასა და იაბაში შევიდა. სროლის დროს მოკლეს ერთი პალესტინელი.
ისრაელში იმყოფება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოშკა ფიშერი, რომელიც ისრაელის და პალესტანელთა ლიდერებთან შეხვედრებს მართავს.