ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის უფროსმა ჰამიდ

ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის უფროსმა ჰამიდ კარზაიმ ტურიზმისა და ავიაციის ახალი მინისტრი დანიშნა გასულ კვირაში მოკლული აბდულ რაჰმანის ნაცვლად.
ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის უფროსმა ჰამიდ კარზაიმ ტურიზმისა და ავიაციის ახალი მინისტრი დანიშნა გასულ კვირაში მოკლული აბდულ რაჰმანის ნაცვლად.
ეს თანამდებობა დაიკავა ზულმაი რასულმა, რომელიც ყოფილი მეფის, მოჰამად ზაჰირ შაჰის მრჩეველი იყო თავის დროზე. დროებითმა ადმინისტრაციამ საგანგებო კომისია დანიშნა ამასთანავე რაჰმანის მკვლელობის გამოსაძიებლად.