ჩეჩნეთში, ამ რესპუბლიკის პრეზიდენტის, ასლან

ჩეჩნეთში, ამ რესპუბლიკის პრეზიდენტის, ასლან მასხადოვის ძმა – ასლანბეკ მასხადოვი მოკლეს
ჩეჩნეთში, ამ რესპუბლიკის პრეზიდენტის, ასლან მასხადოვის ძმა – ასლანბეკ მასხადოვი მოკლეს
იუწყებიან, რომ იგი ამ დღეებში დაიღუპა ნოჟაი-იურტის რაიონის სოფელ შუანის შემოგარენში რუს სამხედროებთან მომხდარი ბრძოლის დროს. დღეს, გროზნოს საკოლმეურნეო ბაზარში მოკლეს ორი ადგილობრივი მკვიდრი, რომელთაგან ერთი – ჩეჩნეთის მილიციაში მსახურობდა. გროზნოს ოქტომბრის რაიონში, შინაგანი ჯარების ჯავშანტრანსპორტიორი – ნაღმზე აფეთქდა. ოფიციალური ცნობის თანახმად, 3 სამხედრო მოსამსახურეა დაჭრილი. მანამდე, ჩეჩნეთის დედაქალაქში კიდევ ერთი ჯარისკაცი დაიჭრა, როცა მეამბოხეებმა სამხედროების კოლონას გაუხსნეს ცეცხლი.