ავღანელი საველე მეთაურები მხარს უჭერენ

ავღანელი საველე მეთაურები მხარს უჭერენ ეთნიკურ ნიადაგზე არსებული დაპირისპირების შეწყვეტას
ავღანელი საველე მეთაურები მხარს უჭერენ ეთნიკურ ნიადაგზე არსებული დაპირისპირების შეწყვეტას
და ძალისხმევის გაერთიანებას ავღანეთის უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის მიზნით. დღეს ქაბულში გაიმართა ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის წევრების პირველი შეხვედრა საველე მეთაურებთან. თათბირი, რომელშიც გაეროს საგანგებო წარგზავნილი ლახდარ ბრაჰიმიც მონაწილეობდა, უსაფრთხოებასა და ეროვნული არმიის შექმნის საკითხებს მიეძღვნა. დროებითი ადმინისტრაციის თავდაცვის მინისტრმა მოჰამად ფაჰიმმა განაცხადა, რომ ავღანეთის მომავალი არმია პოლიტიკური ბრძოლის იარაღად არ უნდა იქცეს.