ჩეჩნეთის სოფელ ჩიშკის მახლობლად მეამბოხეებმა

ჩეჩნეთის სოფელ ჩიშკის მახლობლად მეამბოხეებმა ცეცხლი გაუხსნეს რუსეთის შეიარაღებული ძალების ორ შვეულმფრენს.
ჩეჩნეთის სოფელ ჩიშკის მახლობლად მეამბოხეებმა ცეცხლი გაუხსნეს რუსეთის შეიარაღებული ძალების ორ შვეულმფრენს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ცნობით, შვეულმფრენები მხოლოდ მსუბუქად დაზიანდა და ავარიული დაჯდომა არც ერთ მათგანს არ განუხორციელებია. დღესვე, გროზნოში, ჩეჩნეთის პრომოსკოვური მთავრობის ავტოგარაჟში გაუვნებელყოფილ იქნა ნაღმი. წუხელ გაეროს ადამიანის უფლებათა უწყების ხელმძღვანელმა მერი რობინსონმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად, რუსეთმა უნდა გააძლიეროს ძალისხმევა ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევების ფაქტების გამოსაძიებლად.