საქართველოს ”მოქალაქეთა კავშირის” ახალგაზრდული ორგანიზაციის

საქართველოს ”მოქალაქეთა კავშირის” ახალგაზრდული ორგანიზაციის სათათბიროს სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მუშტი-კრივში გადაიზარდა.
საქართველოს ”მოქალაქეთა კავშირის” ახალგაზრდული ორგანიზაციის სათათბიროს სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მუშტი-კრივში გადაიზარდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო ”კავკას-პრესი” იუწყება, კონფერენციის დაწყებამდე ქვემო ქართლის გუბერნატორის, ლევან მამალაძის მხარდამჭერებმა უწმაწური სიტყვები არ დაიშურეს პარლამენტის რეფორმატორული ფრთის წარმომადგენლის, ზაზა შერაზადიშვილის მისამართით, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. როგორც ”მოქალაქეთა კავშირის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერმა, დავით ტყეშელაშვილმა გამოაცხადა, ახალგაზრდობა პარტიაში მხარს დაუჭერს რეფორმებს და ხელისუფლებას ოპოზიციაში ჩაუდგება.