დღეს საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა

დღეს საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ლევან მიქელაძის დანიშვნას საქართველოს ელჩად აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში.
დღეს საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ლევან მიქელაძის დანიშვნას საქართველოს ელჩად აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში.

ლევან მიქელაძე დაიბადა 1957 წელს თბილისში. 1994 წლიდან იგი დიპლომატიურ მოღვაწეობას ეწევა. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. 1996-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს ელჩად ავსტრიაში, და საქართველოს წარმომადგენლად ვენაში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებში. 2001 წლის დეკემბრიდან დაინიშნა მუდმივ წარმომადგენლად ეუთოსა და ვენაში მდებარე საერთაშორისო ორგანიზაციებში.