გერმანიის პარლამენტის ზედა პალატის –

გერმანიის პარლამენტის ზედა პალატის – ბუნდესრატის დეპუტატებმა ერთი ხმის უმრავლესობით მიიღეს ახალი კანონი იმიგრაციის შესახებ.
გერმანიის პარლამენტის ზედა პალატის – ბუნდესრატის დეპუტატებმა ერთი ხმის უმრავლესობით მიიღეს ახალი კანონი იმიგრაციის შესახებ.
კანცლერ გერჰარდ შრიოდერის მთავრობის მიერ წარმოდგენილი ეს კანონი ითვალისწინებს კვალიფიციური უცხოელი მუშა-მოსამსახურეებისთვის საიმიგრაციო კვოტების გაზრდას. მანამდე ეს კანონი გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატამ მოიწონა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კანონპროექტს აკრიტიკებდნენ. მათი აზრით, საჭიროა საკუთარი სპეციალისტების აღზრდა და არა ქვეყანაში მათი უცხოეთიდან შეყვანა.