საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე
თავის კოლეგებთან ერთად “კავკასიის ოთხეულის” ქვეყნებიდან შაბათს სოჭში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. როგორც პრაიმ-ნიუსის კორესპონდენტი მოსკოვიდან იტყობინება რუსეთის საინფორმაციო საშუალებებზე დაყრდნობით, შეხვედრაზე განიხილავენ სოჭში რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის უშიშროების საბჭოების მდივნების თათბირის შედეგებს.