ინდოეთში, ქაშმირის შტატში, ექსტრემისტთა თავდასხმის

ინდოეთში, ქაშმირის შტატში, ექსტრემისტთა თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი იქნა მოკლული.
ინდოეთში, ქაშმირის შტატში, ექსტრემისტთა თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი იქნა მოკლული.
ტერორისტული აქტი შტატის დედაქალაქ ჯამუში მოხდა. ტერორისტებმა რამდენიმე ხელყუმბარა ააფეთქეს ქალაქის საკოლმეურნეო ბაზარში და იქვე, ახლოს მდებარე ინდუისტთა ცნობილ ტაძარში – რაგუნატში სცადეს შესვლა. პოლიციასთან მომხდარი შეტაკებისას ორი ტერორისტი იქნა მოკლული, სხვებმა გაქცევა მოახერხეს. ინდოეთისაგან ქაშმირის გამოყოფისთვის მრავალი ექსტრემისტული დაჯგუფება იბრძვის. განვლილი 12 წლის მანძილზე იქ 33 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.